ბლოგის შესახებ
როგორ გარემოში ვცხოვრობთ, არის თუ არა სხვადასხვა სახის გარემოს დაბინძურება საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ ავიცილოთ მასთან დაკავშირებული პრობლემები და ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, არის კი ეს საერთოდ შესაძლებელი?!
about
მოგესალმებით
დიდი ხანია მაქვს სურვილი გავუზიარო დაინტერესებულ აუდიტორიას ჩემი აზრები, პრაქტიული რჩევები და რეკომენდაციები, საინტერესო იდეები ყოველივე იმაზე, რაც დამიგროვდა გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის მანძილზე. გაგაცნობთ:
-
ინფორმაციას “მწვანე” ტექნოლოგიების შესახებ;
-
ინფორმაციას ტოქსიური ნარჩენების შესახებ, გაგაცნობთ მათ წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს;
-
ინფორმაციას ჰაერის დამაბინძურებელი ნაერთების და მათი გავლენის შესახებ ჩვენს ჯანმრთელობაზე;
-
საყოფაცხოვრებო და კოსმეტიკურ ქიმიას, რომელიც ფართოდ არის შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში და ვნებს ჩვვენს ჯანმრთელობას;
-
სამშენებლო სფეროში გამოყენებულ ქიმიას;
-
პესტიციდებს და სხვა “ციდებს” რომლებიც ასე ჭარბად არის საკვებში.
ინგა გრძელიშვილი, ქიმიკოსი, გარემოს დაცვის სპეციალისტი. მუშაობის სფერო: დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.
Publications: Transportation behavior (1) ; Lead and Human Health Booklet (2); Travel Behavior of Tbilisi Residents (3); Industrial Ecology(4)
Blog
ხეების ჭრა გრძელდება
აჭარაში ბუნების განადგურების ისტერია გრძელდება, ეს კაცი რომ მანიაკია და პრობლემები აქვს თვითონ დაამტკიცა. მე ხალხის პოზიცია მაკვირვებს, როგორ შეიძლება “დღევანდელი კვერცხის გულისთვის”შენი საცხოვრისი გაანადგურო, წინ არავინ იყურება, დღეს წავიკითხე ახალი ბარბაროსული აქტის ქარსაცავი ზოლის განადგურების შესახებ. მეგობრებო ეს ზოლი არამარტო ვიზუალურად არის ლამაზი არამედ ძალიან დიდი დანიშნულება აქვს.ქარსაცავი ზოლები არის ბუნებრივი დამცავი საშუალება ძლიერი …
მოსაზრებები დიზელის საწვავის შესახებ
მეგობრებო ამ პოსტის დაწერა განაპირობა სტატიამ (1) “რამდენად მავნეა დიზელი გარემოსათვის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის” სადაც საკმაოდ კვალიფიციურად არის მიმოხილული ზოგადად საწვავის გამონაბოლქვისგან წარმოქმნილი პრობლემები, მაგრამ არ არის განცალკევებული ბენზინის და დიზელის შემთხვევაში რა განსხვავებებთან გვაქვს საქმე.მინდა მოგითხროთ ამ განსხვავებების შესახებ.
რატომ არის საჭირო გარემოს დაცვის სამინისტრო?!
ადამიანებს აქვთ სუფთა გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება, ამას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს, კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტროს ევალება ადამიანების ჯანმრთელობის და გარემოს დაცვა, შესაბამისი რეგულაციების შემუშავებით და შემდეგ მათი გატანით საკანონმდებლო დონეზე. შემდგონში რეგულაციების შესრულება . ასრულებდა თუ არა წარმატებით ამ მისიას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ეს სხვა საკითხია, ისე კი ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა. საქართველოს …
Continue reading “რატომ არის საჭირო გარემოს დაცვის სამინისტრო?!”
Contact
დაგვიკავშირდით: