ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები:ტყვია

საქართვლოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს:ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყალბადები(აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები) ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგი.
რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმისთვის? რას ვსუნთქავთ?

ეთილირებული ტყვია ბენზინში

ტყვია საწვავში
ტყვია საწვავში

ტყვია არის ქიმიური ელემენტი, მიეკუთნება მძიმე მეტალების ჯგუფს,ფართოდ გამოიყენება მისი განსაკუთრებული თვისებების გამო: არის რბილი, დრეკადი, მდგრადი კოროზიისადმი და საკმაოდ გამძლე. ტყვია უხსოვარი დროიდან გამოიყენება ეხლაც საკმაოდ პოპულარულია ინდუსტრიაში, მაგრამ ამჯერად მინდა მხოლოდ საავტომობილო საწვავში მისი გამოყენების შესახებ მოგითხროთ.
ორგანული ტყვიის დანამატები, ტეტრაეთილ ტყვია პირველად ბენზინში იქნა დამატებული 1920-იან წლებში რათა გაეზარდათ ბენზინის ოქტანური რიცხვი, აეცილებინათ კაკუნი და გაეპოხათ სარქველები. შემდგონში ტეტრაეთილტყვია და ტყვიის ალკალოიდები იქნა დამატებული საწვავში (PbEt4). დაახლოებით 1970-იან წლებამდე განვითარებული ქვეყნები იყენებდნენ ტყვიის შემცველ ბენზინს. შემდგომში დაიწყო მოძრაობა ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენების საწინააღმდეგოთ მისი უარყოფითი გავლენის გამო ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე ამ პერიოდში დაიწყო კატალიზური გადამრთველებიანი ავტომობილების წარმოება.
კატალიზური გადამრთველების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო ტყვიისგან თავისუფალი ბენზინი, რათა შემცირებულიყო ნახშირჟანგის, ნახშირწყალბადების და აზოტის ოქსიდების კონცენტრაცია გამონაბოლქვში. 1980-იანი წლებიდან ტყვიის საწინააგმდეგო კომპანიამ მოიცვა თითქმის მსოფლის ყველა განვითარებული ქვეყანა.1993 წლიდან 1996 წლის ჩათვლით ტყვიის შემცველი ბენზინის ხმარება იქნა აკრძალული შემდეგ ქვეყნებში: ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში,კანადასა და შვედეთში. ეს ტენდენცია გავრცელდა ევროპაში, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში და 2000 წლისთვის 42-მ ა ქვეყანამ აიკრძალა ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება, რაც დასრულდა 2002 წლის ევროგაერთიანების დადგენილებით ტყვიის შემცველი ბენზინის აკრძალვის შესახებ ევროგაერთიანების ქვეყნებში.

საქართველოს პოლიტიკა ტყვიასთან მიმართებაში.
1999 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით აიკრძალა 13 მგ/ლ-ზე მეტი ტყვიის შემცველი მოტორული ბენზინის გამოყენება. 2000 წელს მისი ხმარებიდან ამოღების მიზნით განისაზღვრა ტყვიის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა ყოფილიყო 5 მგ/ლ , მაგრამ არსებული დადგენილება გადაიდო 2007 წლამდე ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო. ყველა ეს დადენილება დარჩა მხოლოდ ქაღალდზე, რეალურად არაფერი გაკეთებულა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.
დღემდე არ მიმდინარეობს საწვავის მონიტორინგი, არ არის დადგენილი შემოდის თუ არა ტყვიის შემცველი ბენზინი საქართველოში.
აქედან გამომდინარე არ ხდება დიფერენცირება ტყვიის და ტყვიის გარეშე ბენზინისა ავტოგასამართ სადგურებზე. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ავტოსადგურებზე არის მინიშნებული “ტყვიის გარეშე”, საქართველოში არ არსებობს მინიშნება რადგან არ ვიცით როგორია რეალობა.
მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული და უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი, რისთვისაც საჭიროა კეთილი ნება.

ტყვია საწვავიდან ატმოსფეროში
როგორ ხვდება ტყვია საწვავიდან ატმოსფეროში და რატომ არის საშიში ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის. რაც შეეხება ჯანმრთელობას ამაზე მოგვიანებით, ეხლა მისი ატმოსფეროში გაფრქვევის გზა განვიხილოთ.
ავტომობილების კატალიზური გადამრთველი ახდენს საწვავის გაფილტვრას და ატმოსფეროში გამოიფრქვევა ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი, ეს როდესაც საწვავის ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და კატალიზური გადამრთველი ფუნქციონირებს.
საქართველოს რეალობაში კი სხვა სურათი გვაქვს. უმეტეს ავტომობილებს არ აქვთ კატალიზური გადამრთველი, მძღოლები ხსნიან მას ორი მიზეზის გამო:
პირველი მიზეზი სავარააუდდოდ არის ის, რომ ეთილირებული ტყვიის შემცველი საწვავის გამოყენების გამო დიდი რაოდენობით ტყვია რჩება კატალიზურ გადამრთველში, იჭედება და აღარ ატარებს გამონაბოლქვს,შედეგად ე.წ.”გაწევა” აღარ აქვს მანქანას კარგი და გადამრთველს საერთოდ აცილებენ. (ასეთი ახსნა მომისმნია მძღოლებისგან საქართველოში).
საქმე იმაშია რომ თანამედროვე გადამრთველები მუშაობენ ტყვიის გარეშე ბენზინზე, როდესაც ძრავაში ხვდება საწვავი ტყვით კატალიზური გადამრთველი ვეღარ ახდენს სრულ ფილტრაციას და დროთა განმავლობაში გამოდის მწყობრიდან. მძღოლებმა ნახეს გამოსავალი და საერთოდ მოხსნეს გადამრთველი ავტომობილიდან. რადგან საქართველოში არ არსებობს ტექნიკური დათვალიერება,არავინაა პასუხისმგებელი ჰაერის დაბინძურების ხარისხზე და ტყვია სხვა ნაერთებთან ერთად გამოიფრქვევა ჰაერში.გამოფრქვეული ტყვიის ნაწილაკები რჩება ჰაერში შეტივნარებულ მდგომარეობაში სანამ არ დაილექებ ანიადაგზე ატმოსფერული ნალექის მისვლის შემდეგ . ტყვია დიდი ხნის განმავლობასი რჩება ნიადაგში, ჰაერსა თუ წყალში, საიდანაც სავსებით შესაძლებელია მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში.
ეს ფაქტი რომ კატალიზური გადამრთველები არ ფუნქციონირებენ ავტომობილებში ან საერთოდ არ არსებობეს არის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა რომ საქართველოში “ალბათ” იყიდება ტყვიის შემცველი საწვავი.
მეორე მიზეზი კატალიზური გადამრთველების მოხსნისა არის მისი მაღალი ფასი ჩასაბარებელ პუნქტებში. მძღოლები ინფორმირებული არიან და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო ესეც საკმაოდ პოპულარულია. ეს პროცესიც არ არის კონტროლირებადი, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები რამდენ ავტომობილს აქვს მოხსნილი კატალიზური გადამრთველი. ტექნიკური დათვალიერების შემოგება ამ მხრივაც საშურია რომ მოხდეს ავტომობილების აღრიცხვა და დიფერენციაცია.ისე ცნობისათვის კატალიზური გადამრთველების მაღალი ფასი გამოწვეულია იმით, რომ ის შეიცავს ძვირფასს ლითონებს მათ შორის პლატინას, რასაც აქვს ძირითადი როლი გამონაბოლქვის გაფილტვრის დროს.პლატინა შეიძლება ჩანაცვლებული იყოს სხვა მეტალებით მაგრამ საერთო ჯამში კატალიზური გადამრთველები საკმაოდ ძვირადღირებულია.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის, ინფორმირებულობა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის რამდენად საშიშია და მავნე ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის ტყვიის შემცველი ჰაერის სუნთქვა, რის შესახებაც შემდეგ წერილში მოგახსენებთ.

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *