ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები (ბენზოლი)

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს:ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყანბადები (აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები), ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი,აზოტის ორჟანგი.რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ჯანმრთელობისათვის,რას ვსუნთქავთ?!

ნახშირწყალბადები:ბენზოლი

ბენზოლი ორგანული, ქიმიური ნაერთი, მიეკუთნება არომატული ნახშირწყალბადების ჯგუფს, კარცინოგენული,მაღალი რისკის, I ჯგუფის ორგანული ნაერთი.ტოქსიკოლოგიაში ქიმიური ნაერთები დაყოფილია ოთხ ძირითად კატეგორიად იმისდამიხედვით თუ რამდენად საშიშია ესა თუ ის ნაერთი ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

  • I ჯგუფი – ყველაზე მაღალი რისკის შემცველი ნაერთები (კარცინოგენული);
  • II ჯგუფი- საშუალო რისკის შემცველი;
  • III ჯგუფი-ზომიერი;
  • IV ჯგუფი- ნაკლები რისკის მქონე ან საერთოდ რისკის გარეშე.

ბენზოლი არის პირველი ჯგუფის ტოქსიკური ნაერთი უკიდურესად საშიში ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ბენზოლის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს:ლეიკემიას,”აპლასტურ” ანემიას. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ბენზოლის ზემოქმედება, მით უფრო მეტია დაავადების არსებობის ალმათობა;ბენზოლოს მოქმედება დიდი ხნის განმავლობაში იწვევს კიბოს .ბენზოლი აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს, გულს, თავის ტვინს.

ტოქსიკოლოგიაში არსებობს ტერმინი “უსაფრთხო დოზა”,ანუ ტოქსიკური ნაერთების მიღების მინიმალური დოზა რომელიც არ იწვევს უარყოფით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.ბენზოლი მიეკუთნება იმ ნაერთებს, რომლებისთვისაც არ არსებობს უსაფრთხო დოზა. ნებისმიერი რაოდენობით მისი ჩასუნთქვა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ბენზოლის გამოყენება: ბემზოლი არის საწვავის ერთერთი შემადგენელი ნაწილი. გამოიყენება როგორც გამხსნელი, საღებავების, პლასტმასების, რეზინის წარმოებაში და ა.შ. ადამიანმა შეიძლება ძირითადად მიიღოს სასუნთქი გზებით ანუ შეისუნთქოს ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვიდან, ასევე მათ ვინც წარმოებაში მუშაობს არის უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ეს უკანასკლელი საქართველოში არ გვემუქრება, რადგან შესაბამისი წარმოება ჩვენთან არ არის განვითარებული, ჩვენთვის ბენზოლის ძირითად წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი და სიგარეტის ბოლი.

ბენზოლი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არის საწვავის შემადგენელი ნაწილი, ბენზოლს უმატებენ საწვავში ოქტანური რიცხვის გასაზრდელად. 1970-იან წლებში როდესაც ეთილირებული ტყვიის (ტეტრაეთილ ტყვია)დამატება საწვავში შეიზღუდა, გაჩნდა ახალი ალტერნატივა -ბენზოლი, რადგან ისიც მეტნაკლებად იგივე ფუნქციას ასრულებდა, ამცირებდა “კაკუნს” და დაიწყო მისი ფართოდ გამოყენება. მას შემდეგ რაც დადგინდა რომ ბენზოლი არის კარცინოგენული მისი შემცველობა საწვავში შემცირდა.

ამჟამად საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ბენზოლის შემცველობა საწვავში შეადგენს საერთო მოცულობის 1%. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2011 წლიდან წარმოადგინა ახალი სტანდარტი 0.62%. როგორია ბენზოლის შემცველობა საქართველოში იმპორტირებულ საწვავში?

ამ კითხვაზე პასუხს ვერ მივაგენი, ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე, არ ხდება მონიტორინგი ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის,რა სტანდარტით ხელმძღვანელობს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოში თუ კი საერთოდ არსებობს სტანდარტი არ არის ცნობილი.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში,განსაკუთრებით დიდი ქალაქებში, ძალიან არის მომატებული ლეიკემიის შემთხვევები. წლიურად ფიქსირდება 50 ახალი შემთხვევა, განსაკუთრებით ბავშვებში. თვითონ ექიმები აღნიშნავენ პრესაში რომ ლეიკემიის შემთხვევები მაღალია დიდ ქალაქებში სადაც მეტია ტრანსპორტის რაოდენობა.მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბენზოლის მაღალი შემცველობა საწვავში (ესაც დაუდგენელია) არის ერთადერთი მიზეზი ლეიკენიის შემთხვევების მომატებისა ქვეყანაში, მაგრამ ბენზოლს რომ ლომის წილი მიუძღვის ეს აშკარაა. რატომ არავინ არ ინტერესდება გავარკვიოთ მიზეზი რა იწვევს ლეიკემიის მომატებულ შემთხვევებს,იქნებ ამის მიზეზი უხარისხო საწვავის შესუნთქვაა? ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს. დავფიქრდეთ ამაზე, მივიღოთ პრევენციული ზომები გავასუფთაოთ ჰაერი და იქნებ იკლოს დაავადებების რიცხვმა!?

ი. გრძელიშვილი 11/08/2015

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *