ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები (გოგირდის ორჟანგი)

საქართვლოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს:ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყალბადები(აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები) ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი,აზოტის ორჟანგი.რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმისთვის; რას ვსუნთქავთ?

გოგირდის ორჟანგი  არის გაზი საკმაოდ მძაფრი სუნით, არსებობს ბუნებრივად დიდი რაოდენობით, ფართოდ გამოიყენება წარმოებაში, ქვანახშირის, ნავთობის წვის თანმდევი გაზია, ასევე გამოიყოფა ავტომობილების გამონაბოლქვიდან საწვავის -დიზელის წვის დროს. რადგან განვიხილავთ ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვში არსებულ ძირითად დამაბინძურებლებს ამჯერად ვისაუბრებთ დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვიდან გამოყოფილ გოგირდის ორჟანგზე.

გოგორდის ორჟანგის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

გოგირდის ორჟანგი გამონაბოლქვის ერთ-ერთი შემადგენელი ქიმიური ნაერთია,წყარო არის საწვავში არსებული გოგირდი რომელიც ოქსიდირდება და ჰაერში ხდება მისი ნაწილაკების შეტივნარება სხვა ქიმიურ ნაერთებთან და მტვერთან ერთად, რის შედეგათაც წარმოიქმნება ჭვარტლი. ადამიანი შეისუნთქავს ჭვარტლს, რაც საბოლოოდ ხვდება ფილტვებში,გარკვეული რაოდენობა რჩება ორგანიზმში, დანარჩენი გამოიდევნება შარდთან ერთად.

გოგირდის ორჟანგის შემცველი ჰაერის დიდი რაოდენობით შესუნთქვა იწვევს: თავის ტკივილებს, სისუსტეს, სასუნთქი გზებს გაღიზიანებას, გულ-მკერდის დაჭიმულობის შეგრძნებას, ზრდის რესპირატორული სისტემის დაავადებების რისკს, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ასტმის მქონე ადამიანები. დიდი ხნის განმავლობაში მისი ჩასუნთქვა მწეველი ადამიანებისათვის განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია,შესაძლოა გამოიწვის ფილტვების სხვადასხვა დაავადება.

დიზელის პოლიტიკა საქართველოში

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გოგირდის შემცველობა დიზელში არის 10მგ/კგ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დიზელში გოგირდის შემცველობა უნდა იყოს 200მგ/კგ!!! ეს ცოფრი უკვე მაღალია დამეთანხმდებით, მაგრამ რეალურად ესაც არ არის, ‘სოკარის”საწვავში გოგირდის შემცველობა 600 მგ/კგ-ია.(1) მოკლე ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ. ჯერ კიდევ 2007 წელს ვმუშაობდი საწვავის საკითხზე საქართველოში,როდესაც გავეცანი არსებულ მდგომარეობას აღნიშნულ საკითხზე. 2007 წლის მონაცემების მიხედვით გოგირდის შემცველობა დიზელში იყო 100-150 მგ/კგ თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ დიზელში . მაშინ სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნით ეს დონე იქნა შენარჩუნებული და მისი შემცირება იქნა გადატანილი. მიზეზად იქნა დასახელებული “მეგობრული” დამოკიდებულება ამ ქვეყნებთან. (2) ჩემი აზრით საკუთარი მოსახლეობის დაწამვლა მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ ვიღაცასთან არ გინდა პოლიტიკური ურთიერთობის გაფუჭება მიუღებელია. გავიდა 8 წელი და შედეგად მივიღეთ ის, რომ აზერბაიჯანმა გააუმჯობესა სატრანსპორტო პოლიტიკა თავის ქვეყანაში, ჩვენ კი 150მგ/კგ-იდან 600 მგ/კგ-ზე ავედით.

დღესდღეობით დიზელის ძირითადი იმპორტიორები საქართველოში არიან:”2013 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოტანილი ბენზინისა და დიზელის 25,7% (193,3 ათასი ტონა) სწორედ აზერბაიჯანული იყო. პირველ ადგილზე, 34,5%-ით, რუმინეთია (259,0 ათასი ტონა), მესამეზე, 16,2%ით – ბულგარეთი (121,9 ათასი ტონა), ხოლო მეოთხეზე, 14,1%-ით – რუსეთი (105,9 ათასი ტონა)(3) აქაც მივდივართ იმავე საკითხთან რაც წინა წერილებში ავღნიშნე: საწვავის ხარისხი</strong>. როგორია საწვავის ხარისხი არ ვიცით, სახელმწიფოს არ გააჩნია ცალსახა პოზიცია, არ ახდენს საწვავის მონიტორინგს, არ აინტერესებს ვიწამლებით თუ არა, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს უცნობია.

ი. გრძელიშვილი/1/3/2016

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *