ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები (ჭვარტლის ნაწილაკები)

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს: ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყალბადები(აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები) ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგი.რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმისთვის, რას ვსუნთქავთ?

ჭვარტლის ნაწილაკები არის ნარევი წვრილი მყარი და თხევადი ნაწილაკებისა. ჭვარტლის ნაწილაკები შედგება სხვადასხვა ნაერთებისგან, როგორიცაა მჯავები, ნიტრატები, სულპატები, ორგანული ნაერთები, მეტალები, მტვრის ნაწილაკები. ჭვარტლის ნაწილაკები შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა წყაროდან. არსებობს “მთავარი”, ძირითადი წყარო ნაწილაკებისა, მტვერი სამშენებლო მოედნიდან, მოუკირწყლავი გზის მტვერი,სხვაადასხვა ნარჩენების დაწვისგან გამოწვეული ჭვარტლი და ა შ. მეორე ჯგუფი ნაწილაკებისა არის “მეორადი” ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება ჰაერში ახვადასხვა ქიმიური ნაერთების შეტივნარების შედეგად. მისი ძირითადი წყარო არის ინდუსტრია და ავტომობილები.

ჭვარტლის ნაწილაკების ზომები. ჭვარტლის ნაწილაკები დაყოფილია ორ კატეგორიად:

  • “შესუნთქვადი” ნაწილაკები, რომლებიც არის 2.5მკმ-ზე მეტი და 10მკმ-ზე ნაკლები. ეს არის ინდუსტრიული მტვერის და გზების განაპირა ნაწილზე წარმოქმნილი ნაწილაკები;
  • “წვრილი ნაწილაკები” არის 2.5მკმ და მასზე ნაკლები. ეს ნაწილაკები წარმოიქმნება ბუნებრივი გზით ტყის წვის შედეგად, ან ინდუსტრიული და საავტომობილო გამონაბოლქვიდან. ზოგადად წარმოდგენა რომ გვქონდეს რა ზომის არის 2.5მკმ, შევადაროთ თმის ღერის ზომას. ადამიანის ერთი თმის ღერი საშუალოდ არის 70მკმ დიამეტრის, ამუ თითქმის 30-ჯერ დიდი 2.5 მკმ-იან ჭვარტლის ნაწილაკზე.ჭვარტლის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე. ჭვარტლის ნაწილაკების ზომა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის პრობლემებთან, პრობლემას წარმოადგენს “წვრილი ნაწილაკები”, რადგან ადვილად აღწევს სასუნთქი გზებით ფილტვებში და უფრო მეტად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას.ჭვარტლის ნაწილაკების შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი დაზიანებები:
  • .ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, ხველა, სუნთქვის დამძიმება, რესპირატორული დაავადებების მომატება;
  • .ასტმის მქონე ავადმყოფები არიან მაღალი რისკის ქვეშ;
  • .გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები არიან მაღალი რისკის ქვეშ;
  • ნაწილაკები იწვევს ანთებით პროცესებს ფილტვის ქსოვილში, შედეგად ქიმიური ნაერთები გამონთავისუფლდება ქსოვილებიდან,რაც შემდგომში აისახება გულსისხლძარღვთა სისტემაზე, იცვლება სისხლის ფორმულა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრომბი და მართან დაკაბშირებული გართულებები.

რა ზომებია მისაღები ჭვარტლის ნაწილაკების შესამცირებლად: არსებობს ორი ძირითადი წყარო ჭვარტლის ნაწილაკების:  ავტო გამონაბოლქვი.:

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეამცირებს ჭვარტლის ნაწილაკებს არის;

  • ავტომობილებიდან გამონაბოლქვის შემცირება და საწვავის ხარისხის გაუმჯობესება
  • დიზელზე მომუშავე სატვირთო თუ მსუბუქი ავტომობილები არის “მთავარი” წყარო ჭვარტლის ნაწილაკების.დიზელზე მომუშავე ავტომობილების ძველი წვის ძრავის შეკეთება ან თუნდაც გამოცვლა გააუმჯობესებს მდგომარეობას;
  • მოხდეს დიზელზე მომუშავე ტრანსპორტის ჩანაცვლება გაზზე მომუშავე ტრანსპორტით;
  • ფეხით, ველო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული შეამცირებს ჭვარტლის ნაწილაკებს;

და კვამლი

  • ნუ მიწევთ დახურულ სივრცეში;
  • მოერიდეთ კოცონის დანთებას,ამ შემთხვევაში პირდაპირ შეისუნთქავთ ჭვარტლის ნაწილაკებს;
  • ნუ დაწვავთ ფოთლებს ეზოში და საერთოთ გარეთ ნუ დაწვავთ ნარჩენებს;
  • მოერიდეთ სამშენებო ობიექტებს, განსაკუთრებით საქართველოში სადაც არ არსებობს რეგულაციები სამშენებლო ნაგავის მენეჯმენტთან დაგავშირებით. ხშირ შემთხვევაში სამშენებლო ნაგავს პირდაპირ ყრიან სართულებიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია.
  • განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ზაფხულის თვეებში, როცა ტემპერატურა იმატებს და ჭვარტლის ნაწილაკების რაოდენობაც მომატებულია ჰაერში, თუ არ გაკვთ საშუალება ქალაქიდან გასვლის, ეცადეთ დარჩეთ სახლში .

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *