კოსმეტიკა და ქიმიური ნაერთები

ახლახანს დავამთავრე მუშაობა პროექტზე “თმის საღებავებში ტოქსიური ნაერთების იდენტიფიცირება და შეფასება’. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი, მათ შორის არის მომხმარებლისთვის საყურადღებო ინფორმაცია, რაც ჩემი აზრით  მნიშვნელოვანია რომ ყველამ ვიცოდეთ, მითუმეტეს რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით და არ არსებობს არავითარი შეზრუდვები უხარისხო პროდუქციაზე.

ამჯერად ვისაუბრებთ თმის საღებავებში,გამაღიავებლებში და კონდიციონერებში არსებული ქიმიური ნაერთების შესახებ. თუ მიგიგცევიათ ყურადრება საღებავების და ნებისმიერი პროდუქციის კოლოფის უკანა მხარეს ძალიან წვრილი შრიფტით არის ინგრედიენტების ჩამონათვალი.წვრილი შრიფტი არ არის შემთხვევითი, ჩამონათვალმა არ უნდა მიიქციოს მომხმარებლის ყურადრება.როდესაც ვარჩევთ ამა თუ იმ ფირმის პროდუქციას. მე მაინც გირჩევთ დააკვირდეთ და ამოიცნოთ შემდეგი  ქიმიური ნაერთები რომლის მოხმარება საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის: პირველ რიგში ესენი ნავთობპროდუქტებზე დაფუძნებული ქიმიური ნაერთებია, ისევე როგორც სხვა ქიმიკატები. მათ შორისაა:

  • პარა-ფჰენილენე-დიამინე(PPD) ფართოდ გამოიყენება მუქი ფერის თმის საღებავებში. ის მოიცავს თავის მხრივ ბენზოლს, ფენოლს ანილინს და სხვა ქიმიურ ნაერთებს.მნიშვნელოვანია რომ წყალბადის ზეჟანგთან ერთად (რაც თითქმის ყველა საღებავშია) წარმოქმნის კარცენოგენურ ნაერთებს.
  • ტყვიის აცეტატი (Lead Acetate) გამოიყენება მუქ საღებავებში და შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია, მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე.
  • დმდმ ჰიდრატონი (DMDM Hydantoin) არის პრეზერვატივი საღებავებში, დროთა განმავლობაში გამოყოფს ფორმალდეჰიდს, რაც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, აღიზიანებს კანს და იწვევს გამონაყარს.
  • ამიაკი( ammonia) კარგად აღწევს თმის სტრუქტურაში, იწვევს თმის დაზიანებას, ხდება მსხვრევადი და იწვება, ამას გარდა სუნი იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას.
  • .პროპილენ გლიკოლი(Propylene Glycol) იწვევს ღვიძლის და თირკმელის სერიოზულ პრობლემებს, მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე და არის ნეიროტოქსინი.გამოიყენება საღებავებში, შამპონებში და კონდიციონერებში, რადგან აქვს დამატენიანებელი ეფექტი.
  • პარაბენები, (Parabens: MTP, ETP) მეთილ და ეთილ პარაბენები იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ალერგიას, და კანის გაღიზიანებას.
  • არომატები”(Fragrance) ეს სიტყვა შეგხვდებათ თითქმის ყველა კოსმეტიკურ პროდუქციაზე, გამოიყენება სასიამოვნო სუნისთვის,რაც სულაც არ არის ყოველთვის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ფაქტიურად “არომატები” შეიძლება იყოს ერთი ან რამოდენიმე ნივთიერება იმ 200 ქიმიურ ნაერთს შორის რომლებიც გამოიყენება ამ სახელწოდებით.მწარმოებელს აქვს უფლება არ დააკონკრეტოს რომელი ქიმიკატი გამოიყენა კონკრეტულ შემთხვევაში. საქმე იმაშია რომ უმეტესი მათგანი არის ძალიან საშიში ჯანმრთელობისათვის.
  • ხელოვნური ფერები”(Artificial Colors) არის დანამატები , გამოიყენება საღებავებში, შამპონებში, საპონში.საშიშია რადგან მიიღება ნავთობპროდუქტების, აცეტონის და ფისისგან.იწვევს ალერგიას, კანის გაღიზიანებას, გავლენას ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე და არის ნეორიტოქსინი. ეტიკეტზე დატანილია როგორც “colorant,” “blue lake,””yellow number 1,” “D&C,” “FD&C” და სხვა.

ეს არის ნაწილი ის გრძელი სიისა რაც მოიცავს ყველაზე საშიშ ქიმიურ ნაერთებს რომლებიც აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ ყოველივე მათგანის დამახსოვრება შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ რეკომებდაციებს რაც სასურველია რომ გაითვალისწინოთ როცა ყიდულობთ ინდივიდუალური მოხმარების ჰიგიენურ საშუალებებს.

რეკომენდაცია: პირველ რიგში არ შეიძინოთ პროდუქცია რომელიც შეიცავს აღნიშნულ ქიმიკატებს; მიაქციეთ ყურადღება თუ ვის მიერ არის წარმოებული პროდუქტი, ეცადეთ იყიდოთ ევროპული პროდუქცია და არა პატენტი თურქული და სხვა., რადგან ევროპულ ქვეყნებს აქვთ გაცილებით უკეთესი რეგულაციები, მაგალითად გერმანული პროდუქცია შეიცავს ნაკლებ ტოქსიურ ქიმიკატებს რადგან მკაცრად კონტროლდება შემადგენლობა და ხდება შემადგენლობის მუდმივი განახლება სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით. ეს არ ნიშნავს რომ იდეალურია მაგრან არის ნაკლებად საშიში.

ორიოდე სიტყვით “ნატურალურ” პროდუქციაზე. ბაზარი გაჯერებულია “ნატურალური” კოსმეტიკური საშუალებებით. მე შევისწავლე მხოლოდ თმის საღებავები.დაიმახსოვრეთ არ არსებობს გამაუფერებელი(bleach) თმის ნატურალური საღებავი. თუ აწერია რომ ის არის ნატურალური და არის თმის გამაღიავებელი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არ არსებობს ნატურალური პიგმენტი რომელიც აღიავებს თმას, შეღებვა მუქად შესაძლებელია ნატურალური ინგრედიენტებით, მაგრამ გაღიავება არა. როდესაც პროდუქტს აწერია “ნატურალური’ საღებავი ის უნდა შეიცავდეს 95% ნატურალურ ინგრადიაენტებს და მხოლოდ 5% ქიმიას. როცა აწერია “დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით” მასში 70% უნდა იყოს ნატურალური და დარჩენილი 30 % სინთეტური ქიმიკატი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არ არსებობს 100%-იანი ნატურალური თმის საღებავი, ყველა შეიცავს მეტ-ნაკლებად ქიმიურ ნაერთებს.” ინაც” აღარ არის ნატურალური, ისიც შეიცავს დანამატებს. მოკლედ არ მოტყუვდეთ, სასურველია შეიცავდეს ნაკლებ ქიმიურ ნაერთებს. მაგალითად OWAY არის იტალიური პროდუქტი პრეტენზია აქვთ რომ არიან ნატურალური,მაგრამ ეტიკეტს თუ დააკვირდებით ისაც შეიცავს თითქმის იგივე ინგრედიენტებს რასაც მაგალითად გერმანული Goldwell products , რომლებსაც არ აქვთ პრეტენზია რომ არიან “ნატურალური’. და ბოლოს ზოგადი რეკომენდაციები რომლებსაც წავაწყდი კვლევის დროს ორსულებისათვის და არა მარტო  მათთვის:

  • არ შეიღებოთ თმა ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
  • არ შეიღებოთ თმა ერთ თვეზე ნაკლები ინტერვალით;
  • სანამ დაიწყებთ შეღებვას, დაისველეთ ცივი წყლით თმები, რათა ფორები შევიწროვდეს და კანმა ნაკლები საღებავი შეიწოვოს;
  • გამოიყენეთ ფოლგა შეღებვის დროს;
  • გაიღიავეთ თმა ოთახში რადაც არის კარგი ვენტილაცია.
  • ასე რომ ვცადოთ გამოვიყურებოდეთ ლამაზათ, მაგრამ არა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

ი.გრძელიშვილი 2017

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *