მოსაზრებები ავტომობილების ტექ.დათვალიერების შესახებ (წერილი მეორე)

წახალისებები ავტოპარკის განახლებისათვის

ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ხშირად ისმის კოთხვა: რა ბედი ეწევა ავტომობილებს რომლებიც ვერ გაივლიან  ტექნიკურ დათვალიერებას?! ამასტან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ პროექტი: ‘ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი”, რომელიც განახორციელეს განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა ეკონომიკური რეცესიის დროს 2008-2010 წლებში. პროგრამა უნდა ყოფილიყო ერთგვარი სტიმული, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის აღმასვლას ამ ქვეყნებში. ეს პროგრამა ამავე დროს მომგებიანი აღმოჩნდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, კონკრეთულად ხელი შიუწყო ეკო სტანდარტების გაზრდას გამონაბოლქვზე, რაც საბოლოო ჯამში წაადგა როგორც ეკონიმიკას ასევე ეკოლოგიას, კერძოდ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

წამახალისებელი პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:ავტომობილები რომლებმაც ვერ გაიარეს ტექდათვალიერება აქვთ ალტერნატივა; ჩააბარონ ავტომობილი როგორც ჯართი და სახელმწიფოსგან მიიღოს ფულადი კომპენსაცია სხვადასხვა პირობებით. უფრო კონკრეტულად პროგრამა ფაქტიურად მოიცავს გარკვეული თანხის შეთავაზებას მანქანის მფლობელისათვის, ამის სანაცვლოდ უნდა შეიძინოს ავტომობილი რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ თანხას და რომლის გამონაბოლქვზე შემოწმება უნდა აკმაყოფოლებდეს ემისიის ნორმებს (მაგ; ევრო 1, ევრო 2,3,4) ან აკმაყოფოლებდეს ნახშიროჟანგის გამონაბოლქვზე დასაშვებ ნორმებს. რაც საბოლოო ჯამში იგივეა.მოვიყვან რამოდენიმე ქვეყნის მაგალითს:

საფრანგეთმა წარმოადგინა პროგრამა 2009 წლის იანვარში რომელიც აკმაყოფილებდა შემდეგ კრიტერიუმებს; ძველი ავტომობილი რომელიც იყო 10 წელზე მეტი ხნის და ვერ გაიარა შემოწმება ეძლეოდა 1000 ევრო კომპენსაცია და მისი ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო მანქანით რომლის CO2-ის გამონაბოლქვი უნდა ყოფილიყო 160გ/კმ-ზე ნაკლები. ინ შემთხვევაში თუ ახალი მანქანის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი იქნებოდა 60 გ/კმ-ზე ნაკლები (ეს უფრო ჰიბროდულებს და ელექტრო მანქანებს შეეხება) მაშინ კომპენსაცია იქნებოდა 5000 ევრო. პროგრამა წარმარებით განხორციელდა.

თითქმის ანალოგიური იყო პორტუგალიის პროგრამა 2010 წელს სადაც 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების კომპენსაცია იყო 1000 ევრო. 15 წელზე მეტი წლის ავტომობილების 1500 ევრო, რომელიც უნდა ჩანაცვლებულიყო მანქანით, რომლის ნახშირორჟანგზე გამონაბოლქვი  უნდა ყოფილიყო არუმეტეს 140 გ/კმ.

სლოვაკეთმა წარმოადგინა პროგრამა რომლის მიხედვით ავტომობილი უნდა ყოფილიყო 10 წელზე მეტი ხნის, კომპენსაცია 2000 ევრო და ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო ავტომობილით რომლის ღირებულება იქნებოდა არა უმეტეს 25000 ევრო.

ავსტრიამ 2009 წლის აპრილში წარმოადგინა ერთწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვით ავტომობილი უნდა ყოფილიყო 13 წელზე მეტი ასაკის,კომპენსაცია 1500 ევრო. ჩანაცვლება ავტომობილით რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს  ევრო 4 ნორმებს გამონაბოლქვზე. პროგრამა უყო ერთ წლიანი და ლიმიტორებული 30000 ავტომობილზე (1)

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს ასევე განხორციელდა ანალოგიური პროგრამა, სადაც ძირითადი აქცენტი ოყო გადატანილი საწვავის ეკონომიურობაზე. პირველი ვარიანტი: მფლობელი მიიღებდა 3500$ თუ ახალი მანქანა გაივლიდა 4 მილით მეტს გალონზე(1გ=3.785ლ)მაგ, თუ თქვენი ძცელი მანქანა გაივლიდა 20 მილს გალონზე, ახალს უნდა გაევლო 24მ გალონზე). მეორე ვარიანტი: მპლობელი მიირებდა 4500$, თუ ახალი მანქანა გაივლიდა 10 მილით მეტს გალინზე ძველთან შედარებით.და ახალი ავტომმობილის ღირებულება უნდა ყოფილიყო არა უმეტეს 45000 $-ისა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამით ვერ ისარგებლებდა.(2)

ყველაზე დიდი თანხა ასეთ პროგრამაში ჩადო გერმანიამ, 7.1 მილიარდი დოლარი.კომპენსაცია ავტომობილზე იყო 2500 ევრო, მანქანის ასაკი 9 წელზე ზემოთ. პროგრამა წარმატებით განხორციელდა. აქ ერთი საინტერესო დეტალი უნდა გაგაცნოთ.აშშ-ის შემთხვევაში პროგრამის ერთერთი მოთხოვნა იყო ძველი მანქანის განადგურება, მანქანის დაპრესვა და ფაქტიურად ჯართად ქცევა. გერმანიის შემთხვევაში იყო უბრალოთ ძველი მანქანის ჯართში ჩაბარება. აქ ამუშავდა “შავი ბაზარი” რომელმაც ძველი მანქანები განადგურების მაგივრად (დაახლოებით 50000 ავტომობილი) გაყიდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.ამ სიის გაგრძელება უსასრულოთ შეიძლება რადგან თითქმის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ განახორციელა ეს პროგრამა.

რა უნდა ისწავლოს საქართველომ აქედან

საქართველოს არც ავტო ინდუსტრია აქვს განვითარებული და არც ფული აქვს მოჭარბებული რაოდენობით.ისაც გასაგებია , რომ საქართველოს არ შეუძლია ამხელა თანხების გაცემა და ანალოგიური მოთხოვნების წამოყენება.მაგრამ მსგავსი პროგრამის განხორციენება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის შეაძლებლობიდან გამომდინარე. სახელმწიფო ვალდებულია შესთავაზოს თავის მოსახლეობას ალტერნატივა. რაც საბოლოოდ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება. ჩემი აზრით ხელისუფლებამ უნდა დააწესის გარკვეული კომპენსაცია იმ მანქანებისათვის ვინც ვერ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას. მაგალითად საბჭოთა მანქანების მფლობელები ცალსახად დარჩებიან მანქანის გარეშე, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს გარკვეული კომპენსაცია, რაც ცოტა მაინც დაეხმარება ამ ადამიანებს. რამდენია ასეთი მანქანა და  და რა თანხის გაცემა შეუძლია სახელმწიფოს ეს ყველაფერი დასათვლელი და დასაანგარიშებელია. ეს პროგრამა უნდა განხორცილდეს პარალელურად ტექ დათვალიერებასთან ერთად, რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას შედარებით უმტკივნეულოდ გაიაროს ტექ დატვალიერების პროცესმა.ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სახელმწიფოს ნება და სურვილი პროგრამის მოგვარებისა.

კიდევ ერთი” წახალისება:

შესაცვლელია ავტომობილების ინპორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა.როდესაც ე.წ.”ახალი ქვეყნები”(პოლონეთი, უნგრეთი,ესტონეთი, ლიტვა, ლატვია,სლოვაკეთი, ჩეხეთი) შეუერთდა ევრო გაერთიანებას 2003 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მეორადი მანქანების იმპორტი ამ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო არასწორმა საკანონმდებლო ბაზამ. მაგლითად პოლონეთში მეორადი მანქანების ინპორტი არ იყო მაღალი 2003 წლამდე, მაგრამ მკვეთრად გაიზარდა იმპორტი 2004-2005 წლებში რადგან გამარტივდა კანონმდებლობა მეორადი მანქაანების იმპორტზე.კონკრეტულად 22%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი (value added tax, VAT) მოხსნილი იქნა მეორად მანქანებზე. შემცირდა განვითარებული ქვეყნებიდან იმპორტზე ტარიფი 35%-დან 10 %-მდე., გამარტივდა ეკო დათვარიელების ტარიფი და ა.შ. ყოველივე ამან გამოიწვია მეორადი მანქანების მოზღვავება ბაზარზე და შესაბამისად ფასიც დაიწია. სამაგიერით იმატა ფასმა ახალ მანქანებზე და შესაბამისად 2005 წლის მონაცემებით 10 წელზე უფრო მეტი ასაკის ავტომობილებს რაოდენობა შეადგენდა 66%-ს. მეტნაკლებად ანალოგიურო მდგომარეობა იყო სხვა ევროკავშირთან მიერთებულ ქვეყნებში. რა გაკეთდა მდგომარეობის შესაცვლელად? 2006 წლიდან მიღებული იქნა შემდეგი ნორმები: ჩეხეთში გაიზარდა დამატებითი ღირებულების გადასახადი მეორად მანქანების იმპორტზე,დაშვებული იქნა 10 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტი მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ უნდა დაეკმაყოფილებიმათ ეკო-ტესტის (ევრო 2) პირობები.

უნგრეთი; გაიზარდა დამატებითი ღირებულების გადასახადი მეორადების იმპორტზე. დაწესდა ავტომმობილების რეგისტრაციის გადასახადი 2004 წლის მაისში, რომელიც განსაზრვრული იყო მანქანების ძრავის მოცულობის მიხედვით და ეკო ტესტით(ევრო 2,3,4)

სლოვაკეთი:ასევე გაიზარდა დამატებითი ღირებულების გადასახადი მეორადი მანქანების იმპორტზე, დაწესდა სარეგისტრაციო გადასახადი რომელიც იზრდება პროგრესულად ავტომმობილის ასაკთან ერთად;ასეთმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ იზრდება მოთხოვნა ახალ მანქანებზე, რაც ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს ამ ქვეყნებში.

ანალოგიური ღონისძიებები უნდა გატარდეს ჩვენს ქვეყანაშიც. დღეს არსებული კანონმდებლობა ხელს უწყობს მეორადი მანქანების მომრავლებას ბაზარზე. გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

  • შემოღებული იქნას ეკო ტესტი, კლასიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ემისიის სტანდარტი დამტკიცდება ქვეყანაში ტექ დათვალიერების შემოღების დროს. (ევრო 1,2,3…)
  • სარეგისტრაციო გადასახადი უნდა გაიზარდოს პროგრესიით ავტომობილების ასაკთან ერთად ისე რომ ასაკოვანი ავტომობილების შემოყვანამ საერთიდა დაკარგოს აზრი;
  • შესაბამისად უნდა დაწესდეს ნულოვანი ან ძალიან მცირე გადასახადი ახალ ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებზე, რაც მცირედით მაინც შეამცირებს მათ საბაზრო ფასს.
  • უნდა აიკრძალოს 20 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანა თუ ისინი ვერ გაივლიან ეკო ტესტს.
  • ასევე ერთგვარი წახალისება იქნება ავტო პარკის განახლებისათვის ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების უფასო პარკინგის დაწესება. ნორვეგიამ და ბრიტანეთმა უკვე განახორციელეს ეს ღონისძიებები. უფრო მეტიც, ლონდონში ელექტრო მობილებს შეუძლიათ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზზე იარონ, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა ტრანსპორტით გადაჭედილ ქუჩებში.

ბოლოს უშუალოდ ტექ დათვალიერების მომზადების და განხორციელების შესახებ მინდა მოგახსენოთ.

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით 900 000 ავტომობილია დარეგისტრირებული, როგორ განხორციელდება შემოწმება, ეტაპობრივად, ადგილმდებარეობის მოხედვით, რა დროის ინტერვალში? როგორ უნდა შევატყობინოთ ნოსახლეობას, როდის უნდა გამოცხადდნენ და ა.შ, ამას ყველაფერს სწორი მენეჯმენტი და წინასწარ განსაზღვრა უნდა რომ თავიდან ავიცილოთ რიგები. საცობები და განაწყენებული მძღოლები.

ჩემი აზრით უპროანი იქნება თუ ტექნიკური დათვალიერება განხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე ანუ 2015 წელს გაივლიან ტექ დათვალიერებას ის ავტომობილები რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ასეთებს უფრო მეტი შანსი აქვთ “ტესტი ჩააბარონ” გასაგები მიზეზების გამო.

შემდეგ ეტაპზე 10-დან 15 წლის ავტომობილები გაივლიან შემოწმებას და ა.შ ასეთი ეტაპობრივი მეთოდი საშუალებას მისცემს მთავრობას “დრო მოიგოს” და გამონახოს თანხა საბჭოთა ავტომობილების კომპენსაციისათვის იმ შემთხვევაში თუ ამის სურვილი ექნებათ. კიდევ შეიძლება ამ ტემაზე საუბარი, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია. მოხარული ვიქნები თუ ვინმეს ჩემი ნააზრევი დააინტერესებს.

ინგა გრძელიშვილი 1/13/2014

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *