ადამიანის ორგანიზმს სჭირდება გარკვეული რაოდენობის ქიმიური ელემენტები მეტ-ნაკლები რაოდენობით (ჯამში 25 ელემენტი) , რომლებიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის, მაგრამ მათ შორის არ არის ტყვია. ნებისმიერი რაოდენობის ტყვია ადამიანის ორგანიზმში არის დაბინძურებული გარემოს შედეგი. სხვა მეტალები, როგორიცაა მაგნიუმი, მოლიბდენი, ნიკელი, სელენიუმი , კადმიუმი არის ტოქსიური მაღალი დოზით, მაგრამ ისინი საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის გარკვეული რაოდენობით. ტყვიის შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული სურათი. არ არსებობს არავითარი საჭიროება და ფუნქცია ტყვიისათვის ადამიანის ორგანიზმში.
2004 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ტყვია მიაკუთვნა პირველი კლასის ტოქსიურ ნივთიერებათა ჯგუფს, რაც ნიშნავს რომ ის არის მაღალი რისკის შემცველი ელემენტი. იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ტყვიის შემცველობის ნორმა 10 მგ/დლ , რაც თავისთავად ახდენს გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ მის ზემოთ მებისმიერი რაოდენობა დაუშვებელია განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
რატომ არის ტყვია საშიში
როდესაც ტყვია მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, ძირითადად ეს ხდება სასუნთქი ან საჭლის მომნელებელი ორგანოების გზით, კანის ზედაპირიდან, შემდეგ გადაინაცვლებს სისხლის ნაკადის საშუალებით სხეულის რბილ ქსოვილებში, აკუმულირდება ღვიძლში, თირკმელებში, თავის ტვინსა და ძვლებში. მისი ძირითადი გავლენა აისახება პერიფეროულ და ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე, თირკმელების ფუნქციონირებაზე, D ვიტამინის მეტაბოლიზმზე და კალციუმის ათვისებაზე. ტყვია გავლენას ახდენს ჰემოგლობინის სინთეზზე, რაც იწვევს ანემიას. საკმაოდ დიდ ცვლილებეს ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე. ბავშვები დაბადებიდან 6 წლამდე არიან განსაკუთრებულად მგრძნობიარე ტყვიისადმი, რადგან არ აქვთ განვითარებული “ჰემატოენცეფალური ბარიერი” ,რომელიც წარმოადგენს ტვინის ძირითად დამცავს ნეიროტოქსიური ქიმიკატების მიმართ .ბავშვების შემთხვევაში ტყვია ადვილად შეღწევადია და შეიძლება დააზიანოს ტვინი.
ტყვია შეიძლება გახდეს ბავშვების აგრესიული ქვევის, გონებრივი განვითარების კოეფიციენტის და სწავლის უნარის დაქვეითების,ჩვევითი პრობლემების, შენელებული ზრდის,ყურადღრების დეფიციტის სინდრომის,სმენის დაქვეითების, თავის ტკივილების, თირკმლის და ღვიძლის დაზიანების მიზეზი.
პროექტი რომელზეც 10 წლის წლის ვმიუშაობდი “ტყვია და ჯანმრთელობა” (ბრიშურა შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ჩემი ნაშრომებიდან) ჯერ კიდევ მაშინ ავღნიშნე რომ აუცილებელი იყი ჩატარებულიყო კვლევა საქაართველოს დიდ ქალაქებში და დაგვედგინა არის თუ არა ბავშვებში ტყვიის შემცველობა დაფიქსირებული და რამდენია. როგორც ჩემთვის ცნობილია აქამდე არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით. კალიფორნიის შტატის(აშშ) ჯანდაცვის დეპარტამენტმა 2017 წელს გამოაქვეყნა დადგენილება რომელიც ითვალისწინებს 24 თვიდან 6 წლამდე ბავშვებს ტყვიით მოწამლვლის გამოვლენისათვის სკრინინგის პროგრამის დაწყების შესახებ. (2) ეს პროგრამა შეეხება ბავშვებს რომლებიც ცხოვრობენ 1978 წლამდე აშენებულ სახლებში (რადგან საღებავებში გამოიყენებოდა ტყვია 1978 წლამდე აშშ-ში) და ემიგრანტ ბავშვებს იმ ქვეყნებიდან სადაც ტყვიის შემცველობა მაღალია, ასევე იმ ბავშვებს რომლებსაც არ არიან ტესტირებული ორი წლის მანძილზე.აქ იმის თქმა მინდა რომ ეს საკითხი დრესაც აქტუალურია ამერიკაში, მიუხედავათ იმისა რომ დაახლოებით 20 წელია ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი ერთეული შემთხვევა ყოველთვის განსჯის საგანია.
ამ პროგრამამ გამახსენა 2014 წლის 15 იანვარს საქართველოში გამოქვეყნებულმა სტატიამ ‘სუფრის მარილში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა”(3) ამან ერთხელ კიდევ დამარწმუნა არის ტყვია ჩვენს გარშემო საკვებში, ჰაერში თუ ვინ იცის ალბათ წყალშიც. 2017 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სუნელებში ტყვიის აღმოჩენამ, რასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა. ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ან არ გვინდა გავაცნობიეროთ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ საქართველოში არ შემოდის ტყვიის შემცველი საწვავი. თუ ეს სიმართლეს შეეფერება, აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი საწვავზე და მოხდეს მარკირება ისევე როგორც ცივილურ ქვეყნებში ხდება. საწვავის კონტეინერს უნდა ეწეროს “არ შეიცავს ტყვიას” და მომხმარებელს ეცოდინება რომელ საწვავში არ არის ტყვია და მას შეიძენს. მოკლედ დიფერენცირებაც არ ხდება ჩვვენთან. (ამ საკითზე დაწვრილებით ვისაუბრე წინა სტატიებში, ეხლა აღარ გავაგრძელებ)ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტრო აწარმოებს ჰაერის მონიტორინგს თბილისის რამდენიმე უბანზე, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის ფართოდ გავრცელებული. მაგალითად როდესაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი ნორმაზე მაღალია უნდა მოხდეს მედია საშუალებებით მოსახლეობის გაფრთხილება და რეკომენდაციების მიცემა. მანამდე მეგობრებო ვისაც პატარა ბავშვები გყავთ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
- მოითხოვეთ შემოწმდეს ბავშვების სათამაში მოედნის, საბავშვო ბაღების ეზოების, სკოლის ეზოების ნიადაგი ტყვიის შემცველობაზე. უფრო უსაფრთხო იქნება თუ ასეთი ადგილები დაფარული იქნება კენჭებით, ან ბალახით, რაც შეამცირებს ბავშვის შეხების ალბათობას დაბინძურებულ ნიადაგთან;
- გაუწმინდეთ ან გახადეთ ფეხსაცმელი სანამ ბავშვები შევლენ სახლში, რათა არ მოხდეს ტყვიით დაბინძურებული მტვერის შეტანა სახლში;
- არ მისცეთ ბავშვს საშუალება რომ თამაშის დროს პირში ჩაიდოს შეღებილი სათამაშო ან მიწიანი ხელი ჩაიდოს პირში;
- სისტემატურად გაწმინდეთ სათამაში ადგილი სახლში , ბაღებში იმ ადგილებში სადაც ბავშვებს აქვთ შეხება. იატაკი, ფანჯრის რაფები დაამუშავეთ სველი წესით;
- ხშირად გარეცხეთ სათამაშოები, რბილი თოჯინები, ბოთლები, მატყუარა რათა მოცილებული იქნას ტყვიის შემცველი მტვერი;
- მოითხოვეთ სერტიფიკატი ტყვიაზე სანამ იყიდით სათამაშოს. სასურველია შეუძინეთ ბავშვეს ხისგან დამზადებული , შეუღებავი სათამაშოები, რადგან ის უფრო უსაფრთხოა; ტყვიის შემცველი საღებავები ფართოდ გამოიყენება სათამაშოების წარმოებაში რადგან ურო იაფია უტყვიო საღებავებთან შედარებით. საქართველოს არა აქვს საკანონმდებლო ბაზა ტყვიის გამოყენების შესახებ საღებავებში, ასე რომ უპრობლემოთ შემოდის უხარისხო საღებავებით შეღებილი სათამაშოები.
- არ ასეირნოთ ბავშვები ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებზე, რადგან ტყვია მძიმე მეტალია და ის აკუმილირდება ჰაერში დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლემდე, იმის ზევით არ ადის, ასე რომ ბავშვებისათვის ტრანსპორტით დატვირტულ ქუჩაზე სეირნობა კატეგორიულად აკრძალულია;
- ნუ მოკრიფავთ ხილს საავტომობილო გზებთან ახლოს არსებული ხეებიდან, რადგან გამონაბოლქვიდან დაბინძურებული ნაწილაკები ილექება ნიადაგზე და ადვილად შეიწოვება მცენარის მიერ;
- შეძლებისდაგვარად მიაწოდეთ ბავშვებს მრავალფეროვანი და სრულფასოვანი საკვები, რადგან ძლიერი იმუნური სისტემა ადვილად გამოდევნის ორგანიზმიდან არასასურველ ქიმიკატებს;
- ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში შეიძლება იყოს შემცირებული საკვებით რომელიც შეიცავს რკინას, კალციუმს, თუთიას და C ვიტამინს. მიეცით ბავშვებს ამ ვიტამინებით გამდიდრებული საკვები.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს
თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: ჰიპერაქტოურობა, გაღიზიანება, ფსიქიური აშლილობა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ძილის პრობლემები, გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილი, აგრესია მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ ანალიზი ტყვიის კონცენტრაციის დასადგენათ სისხლში ან თმაში. (თმის ანალიზი უფრო ხელმისაწვდომია საქართველოში)
როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება
- მოითხოვოს ჩატარდეს მუდმივი მონიტორინგი ტყვიის შემცველობისა ჰაერში , ნიადაგში, წყალში. ეს ინფორმაცია იყოს გამჭვირვალე და გავრცელდეს გარკვეული პერიოდულობით მედია საშუალებებით;
- მოითხოვოს ნიადაგის და წყლის ტესტირებაინ ადგილებში, სადაც ბავშვებს აქვთ შეხება;
- მოითხოვოს ჯანდაცვის ცენტრები იყოს აღჭურვილი ტყვიის შემცველობის განმსაზღვრელი აპარატურით და იყოს ხელმისაწვდომი მშობლებისთვის.
სახელმწიფომ თავის მხრივ უნდა აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი ტყვიაზე ჰაერის, ნიადაგის, წყლის, და ყველა შესაძლო დაბინძურებული პროდუქციის, შეიმუშაოს სკრინინგის პროგრამა და შემოწმდეს ქვეყნის მასშტაბით 6 წლამდე ასაკის ბავშვები ტყვიის შემცველობაზე სისხლში. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ რა პრობლემის წინაშე ვართ და შემდეგ მოამზადოს საკანონმდებლო ბაზა და შეიმუშაოს სხვადასხვა ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.
ი. გრძელიშვილი 18/10/17