ხეების ჭრა გრძელდება

აჭარაში ბუნების განადგურების ისტერია გრძელდება, ეს კაცი რომ მანიაკია და პრობლემები აქვს თვითონ დაამტკიცა. მე ხალხის პოზიცია მაკვირვებს, როგორ შეიძლება “დღევანდელი კვერცხის გულისთვის”შენი საცხოვრისი გაანადგურო, წინ არავინ იყურება, დღეს წავიკითხე ახალი ბარბაროსული აქტის ქარსაცავი ზოლის განადგურების შესახებ. მეგობრებო ეს ზოლი არამარტო ვიზუალურად არის ლამაზი არამედ ძალიან დიდი დანიშნულება აქვს.ქარსაცავი ზოლები არის ბუნებრივი დამცავი საშუალება ძლიერი შტორმის, ქარიშხლების წინააღმდეგ, იცავს ნიადაგს გამოფიტვისგან , აფერხებს ეროზიის პროცესს, აბალანსებს ნიადაგის და ჰაერის ტემპერატურას კინკრეტულ ლოკაციაზე, იცავს ნიადაგის ფენას ძლიერი წყლის მოვარდნის დროს ჩამორეცხვისგან.  ეხლა უბრალოდ შეგახსენებთ , რაც ყველამ ვიცით, მაგრამ არ გვინდა რომ ვიცოდეთ.

  • თითოეული გიგანტური ხის ამოღება იწვევს ტყის დიდი მასივის განადგურებას ანუ  ხეების ფესვთა სისტემის მოშლას, რომელიც იცავს ნიადაგს ეროზიისგან;
  •  ფესვთა სისტემა იჭერს ნიადაგს და გვიცავს მეწყერული მოვლენების განვითარებისაგან.
  • ნიადაგის ნაყოფიერი ფენის  1 სანტიმეტრის წარმოქმნას(ჰუმუსი) სჭირდება დაახლოებით 50 წელი.
  • ტყე  არეგულირებს ჰაერის ტემპერატურას, ასუფთავებს დაბინძურებულ ჰაერს;
  • ხეები ახდენენ წვიმის წყლის ფილტრაციას და ავსებენ მიწისქვეშა წყლის რეზერვუარებს, შეისრუტავეს მოჭარბებულ წყალს და გვიცავენ წყალდიდობისაგან.
  • ერთი დიდი  ზომის ხედღეში  იძლევა დაახლოებით იმდენ ჟანგბადს რაც ოთხი ადამიანისთვის არის საკმარისი დღის განმავლობაში. ერთი დიდი  ხე წარმოქმნის 118კგ ჟანგბადს წლის განმავლობაში, ადამიანს კი ჭირდება 9 ტონამდე ჰაერი სუნთქვისათვის წელიწადში, სადაც მხოლოდ 23%-ია ჟანგბადი. 

დღეს ჩვენ ამ სიკეთეს ვანადგურებთ. არაფერს ვამბობ იმ ხეებზე რომლებიც ითხრება გაიხარებს თუ არა მხოლოდ ღმერთის ნებაა, ისე კი ეკო გარემოდან ასე ხელოვნურად ამოგლეჯა და გადატანა თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს მის მომავალზე. რა გვრჩება ამოთხრილ ადგილას?! გვრჩება  განადგურებული ჰუმუსის ფენა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, არცერთი მცენარე არ გაიხარებს გამოფიტულ ნიადაგში, გვრჩება უზარმაზარი ორმოები, რომლებიც მალე გაივსება წყლით და დაჭაობდება. და გვრჩება გამადგურებული გარემო რომელიც ვიზუალურად საშინელი დასანახია.ჩემი აზრით გადათხრილ ლანდშაფტს აღარაფერი ეშველება, რომც მოინდომონ ვერ ამოავსებენ, ამოვსება გამოიწვევს სხვა ადგილას მიწის  მოთხრას და აქ ჩაყრას, რაც უფრო დაამძიმებს სიტუაციას. ასე რომ ახალი ჭაობების გაჩენა გარდაუვალია, დროთა განმავლობაში ეს თხრილები წყლით გაივსება ანუ  მივიღებთ ისევ ჭაობებს  თავისი მალარიით და სხვა დაავადებებით, მივიღებთ ღვარცოფეფს, მეწყერებს, წყლის მოვარდნებს და აშ. ამასა დიდი დრო არ სჭირდება ყველაზე მეტი 10 წელი შეიძლება უფრო ადრე ბუნება უკან გადაგვიხდის რაც დაუშავეთ და მივიღებთ განადგურებულ გარემოს და ეკომიგრანტებს. 

ისტორიიდან თუ გავიხსენებთ დაჭაობებული იყო კოლხეთის დაბლობი საუკუნის უკან , აბა გაიხსენეთ რამდენი რესურსი და დრო დაჭირდა კოლხეთის ჭაობების დაშრობას?!  გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა თავის დროზე. თქვენ როგორ გგონიათ ის ევკალიპტები რატომ იყო დარგული?! მცენარე გამოყოფს ზეთს, რომლის სუნი აფრთხობს მწერებს, ასე რომ ეს ევკალიპტები კოღოების საწინაღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ამის გარდა აქვს სამედიცინო დანიშნულებაც, რესპირატორული სისტემის დაავადებებისათვის,, ბაქტერეიების და სოკოს წინააღმდეგ , ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოთ ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.. ასე რომ გათვალეთ რა უფრო გიღირთ სამკურნალო ხე საკუთარ ეზოში, რომელიც ფილტვებს გისუფთავებთ , თუ ის ერთჯერადი თანხა, რომელსაც ღებულობთ ამ ხეების მოჭრაში?!

საერთოდ ის რაც გურიაში და აჭარაში ხდება არის დანაშაული საკუთარი ერის წინააღმდეგ. ადგილობრივ ხელისუფლებას აუჩემებია კერძო საკუთრებაა და ჩვენ ვერ ჩავერევითო, ეს არ არის სწორი მიდგომა, ყველგან (ამერიკაში ნამდვილად ასეა) საკუთარ ეზოში ხის მოჭრისთვის ნებართვა უნდა აიღო ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მიუთითო რა საფრთხეს ქმნის ეს მცენარე და რატომ ჭრი. იგივე კანონი იყო იმ  “შავბნელ საბჭოთა” ეპოქაშიც. ეხლა კი რა ხდება,ხელისუფლება ეძებს მიზეზს გაამართლოს თავისი უკანონო, უსუსური, უზნეო ქმედება, არ ვიცი ამას რა  ქვია. ძალიან გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *