დიდი ხანია მაქვს სურვილი გავუზიარო დაინტერესებულ აუდიტორიას ჩემი აზრები, პრაქტიული რჩევები და რეკომენდაციები, საინტერესო იდეები ყოველივე იმაზე, რაც დამიგროვდა გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის მანძილზე. გაგაცნობთ:
ინფორმაციას “მწვანე” ტექნოლოგიების შესახებ;
ინფორმაციას ტოქსიური ნარჩენების შესახებ, გაგაცნობთ მათ წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს;
ინფორმაციას ჰაერის დამაბინძურებელი ნაერთების და მათი გავლენის შესახებ ჩვენს ჯანმრთელობაზე;
საყოფაცხოვრებო და კოსმეტიკურ ქიმიას, რომელიც ფართოდ არის შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში და ვნებს ჩვვენს ჯანმრთელობას;
სამშენებლო სფეროში გამოყენებულ ქიმიას;
პესტიციდებს და სხვა “ციდებს” რომლებიც ასე ჭარბად არის საკვებში.
ინგა გრძელიშვილი, ქიმიკოსი, გარემოს დაცვის სპეციალისტი. მუშაობის სფერო: დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.
Publications: Transportation behavior (1) ; Lead and Human Health Booklet (2); Travel Behavior of Tbilisi Residents (3); Industrial Ecology(4)