ხეების ჭრა გრძელდება

აჭარაში ბუნების განადგურების ისტერია გრძელდება, ეს კაცი რომ მანიაკია და პრობლემები აქვს თვითონ დაამტკიცა. მე ხალხის პოზიცია მაკვირვებს, როგორ შეიძლება “დღევანდელი კვერცხის გულისთვის”შენი საცხოვრისი გაანადგურო, წინ არავინ იყურება, დღეს წავიკითხე ახალი ბარბაროსული აქტის ქარსაცავი ზოლის განადგურების შესახებ. მეგობრებო ეს ზოლი არამარტო ვიზუალურად არის ლამაზი არამედ ძალიან დიდი დანიშნულება აქვს.ქარსაცავი ზოლები არის ბუნებრივი დამცავი საშუალება ძლიერი შტორმის, ქარიშხლების წინააღმდეგ, იცავს ნიადაგს გამოფიტვისგან , აფერხებს ეროზიის პროცესს, აბალანსებს ნიადაგის და ჰაერის ტემპერატურას კინკრეტულ ლოკაციაზე, იცავს ნიადაგის ფენას ძლიერი წყლის მოვარდნის დროს ჩამორეცხვისგან.  Continue reading “ხეების ჭრა გრძელდება”