“BPA FREE”

შეიძინეთ მხოლოდ საბავშვო პლასტმასების პროდუქცია რომელსაც აწერია “BPA FREE”! 

  • ბისფენოლი არის ორგანული სინთეტური ქიმიური ნაერთი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა პლასტმასების წარმოებაში, განსაკუთრებით ფართო მოხმარების პლასტმასის პროდუქციის (ბოთლების, საწოვარების, საბავშვო საკვების კონსერვების შიდა ფენის დაფარვისათვის,) ასევე წყლის მილების და სხვა პროდუქციის წარმოებაში. მხოლოდ 2015 წელს წარმოებული იქნა 4 მილიონი ტონა ბისფენოლი პოლიკარბონატული პლასტმასის წარმოებაში.ეს მას შემდეგ რაც 2008 წელს საბავშვო პლასტმასების წარმოებაში აიკრძალა ბისფენოლის გამოყენება შემდეგი მიზეზის გამო:

ბისფენოლი ცნობილია როგორც ენდოკრინული სისტემის , უფრო ზუსტად თიროიდის გამანადგურებელი ნაერთი, განსაკუთრებით ორსულებზე და ჩვილებზე მოქმედებს უარყოფითად. პოტენციურად არის დიაბეტის, ჭარბ წონიანობის, მკერდის და პროსტადის კიბოს, უნაყოფობის გამომწვევი ქიმიური ნაერთი. განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის, რადგან მათი ორგანიზმი ვითარდება , იმუნური სისტემა ჯერ არ არის საკმარისად ძლიერი, რომ  გამოდევნოს ნაერთი სისტემიდან.

ბისფენოლის გამოყენება საბავშვო პროდუქციაში (ბოთლები, საწოვარები, ჭურჭელი და სხვა) აკრძალულია  კალიფორნიის და აშშ-ს ბევრ შტატში, ევროგაერთიანების ქვეყნებში, კანადაში, ჩინეთში, გაერთიანებულ არაბთა ემირატებში, მალაიზიაში.  

გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • შეიძინეთ მხოლოდ პლასტმასის პროდუქცია რომელსაც აწერია “BPA-Free.”
  • პოლიკრბონატილი პლასტმასის კონტეინერები არ გამოიყენოთ მიკროღუმელებში საკვების გასაცხელებლად, პლასტმასის პროდუქცია კოდირებული ნიშნით 3, 7  შესაძლოა შეიცავდეს ბისფენოლს;
  • , ბავშვების სათამაშოები, საწოვარები, წყლის ბოთლები და ნებისმიერი პლასტმასის პროდუქცია არ გააცხელოთ მაღალ ტემპერატურაზე;
  • ერიდეთ კონსერვებს, რადგან ბისფენოლი გამოიყენება შიდა ფენის დაფარვისათვის კონსერვების წარმოებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *