მოსაზრებები დიზელის საწვავის შესახებ

მეგობრებო ამ პოსტის დაწერა განაპირობა სტატიამ (1) “რამდენად მავნეა დიზელი გარემოსათვის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის” სადაც საკმაოდ კვალიფიციურად არის მიმოხილული ზოგადად საწვავის გამონაბოლქვისგან წარმოქმნილი პრობლემები, მაგრამ არ არის განცალკევებული ბენზინის და დიზელის შემთხვევაში რა განსხვავებებთან გვაქვს საქმე.მინდა მოგითხროთ ამ განსხვავებების შესახებ.დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები არის საკმაოდ პოპულარული მომხმარებლებისათვის, რადგან უფრო ეკონომიურია, ანუ წვავს ნაკლებ საწვავს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით. მწარმოებლები კი ანიჭებენ უპირატესობას იმ მიზეზის გამო, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილი შსედარებით იაფი ჯდება, რადგან არ შეიცავს დამატებითი სუფთა ტექნოლოგიების მქონე ფილტრებს, იმას რასაც ბენზინზე მომუშავე კატალიზური გადამრთველები შეიცავს.(2)

რა ზიანს აყენებს დიზელი გარემოს?

  •  გარემოს აბინძურების თვალსაზრისით დიზელი უფრო ეფექტურია რადგან დიზელზე მომუშავე ძრავი გამოყოფს  უფრო ნაკლებ ნახშირორჟანგს ვიდრე ბენზინზე მომუშავე ძრავი. თუ დავაზუსტებთ, დიზელის ძრავი ნაკლებ საწვავს იყენებს და მეტ ჯანგბადს იღებს ჰაერიდან იგივე სამუშაოს შესრულებისათვის რასაც  ბენზინის ძრავი ასრულებს. საშუალოდ ბენზინის ძრავი გამოყოფს 200გრ ნახშირორჟანგს/კილომეტრზე და დიზელის ძრავი გამოიყოფს 120 გრ/კილომეტრზე(2). მოკლედ გარემოს დაბინძურების  ხარისხის შეფასებისათვის დიზელის გამოყენება უფრო ეფექტურია.  მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგი გვაქვს ადამიანების ჯანმრთელობასთან მიმართებაში:

რამდენად უფრო საზიანოა დიზელის საწვავი ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

  • დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფეს გაცილებით მეტ აზოტის ოქსიდებს (მონიქსიდს და დიოქსიდს ერთიდაიგივე ეფექტი აქვს), ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ისინი ცნობილია როგორც NOx ნაერთები საზოგადოებისათვის. ეს ნაერთები ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შეუძლია გამოიწვიოს  ასტმა, ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები. ასევე იზრდება ინფაქტების და ინსულტების რისკი განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (3). შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა ბენზინის ძრავი  გამოყოფს თუ არა აზოტის ოქსიდებს გამონაბოლქვში? გამოყოფს , მაგრამ გაცილებით ნაკლებს 30%-ით ნაკლებს, რადგან კატალიზური გადამრთველი სამმაგ ფილტრში ატარებს გამონაბოლქვს. დიზელის შემთხვევაში ასეთი მაღალი ტექნოლოგიის ფილტრები არ გამოიყენება, რადგან ჯერ რეგულაციები განსხვავებულია და ინდუსტრია ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები დაუჯდეს ჯამში წარმოება. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს რომ თანამედროვე დიზელიზე მომუშავე ავტომობილები უახლოვდებიან ბენზინზე მომუშავე ავტომობილების სტანდარტს ჰაერის დაბინძურების კუთხით და 2020 წლისთვის უნდა გაუტოლდეს  ერთმანეთს.
  • დიზელის შემთხვევაში ასევე დიდი რაოდენობით გამოიყოფა ჭვარტლის ნაწილაკები . ჭვარტლის ნაწილაკები კი იწვევს სიმსივნურ დაავადებებს (4)
  • დიზელის შემთხვევაში ასევე გამონაბოლქვიდან გამოიყოფა გოგირდის ოქსიდები, რომელიც  ადამიანის ჯანმრთელობაზე ასეთივე უარყოფით გავლენას ახდენს, კერძოდ იწვევს რესპირატორული სისტემის დაავადებებს. ასევე გარემოზე ახდენს უარყოფით გავლენას .

ასეთია განსხვავებები  ამ ორ საწვავს შორის, ეს  იმ შემთხვევაში როცა ავტომობილებს აქვს კატალიზური გადამრთველები და საწვავიც შესაბამისი ხარისხისაა.  საქართველოს შემთხვევაში სულ სხვა მდგომარეობაა. ჩვენ თითქმის არ გვაქვს და თუ გვაქვს ძალიან მცირე რაოდენობის კატალიზური გადამრთველის მქონე ავტომობილები.ანუ ჩვენთან ორივე ტიპის ავტომობილები ერთნაირად აბინძურებენ ჰაერს. საქართველოს ოფიციალური სააგენტოების ინფორმაციით აზოტის ოქსიდების რაოდენობა და ჭვარტლის ნაწილაკების რაოდებობა ჰაერში მკვეთრად აჭარბებს დასაშვებ ნორმას. გოგორდის ოქსიდზე  არ არსებობს ზუსტი მონაცემები ჰაერის დაბინძურების კუთხით, დოზელში კი გოგირდის ორჟანგის რაოდენობა  დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აღემატება.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *