Smog = smoke +fog

რა არის “სმოგი” და რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე

დასახელება “სმოგი” პირველად გაჩნდა ბრიტანულ პრესაში. 1905 წელს გაზეთ “Daily Graphic”-ში დაიბეჭდა სტატია ლონდონში სმოგის არსებობის შესახებ, სტატიაში ლონდონის თავზე გაჩენილ ნისლის ღრუბელს ეწოდა “smoky fog”, რომლის ქართული შესატყვისი სავარაუდოთ იქნება “ნისლში გახვეული გამონაბოლქვი”. “სმოგი” წარმოიქმნება ჰაერის დაბინძურების შედეგად, იგი დამახასიათებელია დიდი ქალაქებისათვის, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია. ( 1)არსებობს სმოგის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები:ქვანახშირი: ქვანახშირის წვის შედეგად გამოიყოფა ჭვარტლის ნაწილაკები, აზოტის და გოგირდის ორჯანგი, რომელიც ნესტიან გარემოში წარმოქმნის გოგორდის სულფატებს, მათ შორის გოგირდის მჟავას. ამის კლასიკური მაგალითი იყო ლონდონის სმოგი, რომელმაც კონცენტრირება დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და პიკს მიაღწია 1952 წლის დეკემბერში, როდესაც ოფოცოალური მონაცემებით 4000-მდე ადამიანი დაიღუპა რესპირატორული პრობლემებით ბრიტანეთში .(2)

ავტოტრანსპორტი:  სმოგის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. ავტომობილის საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი არის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი.ძირითადი ნაeრთები, რომლებიც გამოიყოფა გამონაბოლქვიდან არის:ნახშირორჟანგი ( CO), ნახშირორჟანგი(CO2)ნახშირწყალბადები(HC), აქროლადი ორგანული ნაერთები VOC(),გოგირდის ორჟანგიSO2( )და აზოტის ოქსიდები(NOX. NO) . გამონაბოლქვიდან გამოყოფილი აზოტის ორჟანგი და აქროლადი ორგანული ნაერთები  მზის სხივების ურთიერთქმედებით წარმოქმნის ‘ ოზონის დაბალ ფენას’ რაც მტვრის ნაწილაკებთან ერთად(PM) შეტივნარდება და ვღებულობთ  “ფოტოქიმიურ სმოგის” ღრუბელს დაბალ ატმოსფეროში. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ზაფხულში და ვიზუალურად ვხედავთ ღრუბელს გაწოლოლს ქალაქის თავზე.

სმოგის გავლება ჯანმრთელობაზე:   ყველა ნაერთი, რომელიც სმოგს წარმოქმნის საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის:(3)

  • გოგირდის ორჟანგი იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ამთებით პროცესს, ხველას, ასევე გავლენას ახდენს ფილტვებზე, იწვევს ქრონიკულ ბრონხიტს და სხვა.
  • ორგანული ნაერთებიდან ბენზოლი არის ყველაზე ყურადსაღები რადგან არის კარცენიგენული, იწვევს ლეიკემიას და სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებებს;
  • ნახშირჟანგი, აზოტის ოქსიდები იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, ალერგიას, იმუნური სისტემის დაქვეითებას და სხვა;
  • მტვრის ნაწილაკების (PM) მოხვედრა სასუნთქ გზებში იწვევს, ქოშინს, ხველას,ბრონხიტს, პნევმონიას, ასტმის პროვოცირებას და სხვა.

პრევენცია: განვითარებულ ქვეყნებში არსებობს ჰაერის დაბინძურების ხარისხის განმსაზღვრელი სხვადასხვა კრიტერიუმები, მათ შორისაა “ჰაერის დაბინძურების ინდექსი”, რომელიც გვამცნობს მიწისზედა ოზონის დონეს, ეს ინპორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია გარემის დაცვის საიტის საშუალებით და პრესის საშუალებით აფრთხილებს მოსახლეობას მაღალი დაბინძურების დროს. საქართველოში ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული, არ ხდება მოსახლეობის გაფრთხილება.

მაღალი ტემპერატურის პირობებში სასურველია გავერიდოთ ქალაქს, განსაკუთრებით ბავშვები და ასაკოვანი მოსახლეობა მიეკუთნება მოწყვლად ჯგუს, თუ ქალაქში რჩებით ერიდეთ გარეთ გასვლას, აქტივობებს, ვარჯიშს, გარეთ მუშაობას. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის ასტმის  და ალერგიის მქონე ადამიანები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *