ახლახანს დავამთავრე მუშაობა პროექტზე “თმის საღებავებში ტოქსიური ნაერთების იდენტიფიცირება და შეფასება’. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი, მათ შორის არის მომხმარებლისთვის საყურადღებო ინფორმაცია, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ყველამ ვიცოდეთ, მითუმეტეს რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით და არ არსებობს არავითარი შეზრუდვები უხარისხო პროდუქციაზე.
მოსაზრებები ავტომობილების ტექ.დათვალიერების შესახებ (წერილი მეორე)
წახალისებები ავტოპარკის განახლებისათვის
ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ხშირად ისმის კოთხვა: რა ბედი ეწევა ავტომობილებს რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ დათვალიერებას?! ამასტან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ პროექტი: ‘ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი”, რომელიც განახორციელეს განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა ეკონომიკური რეცესიის დროს 2008-2010 წლებში. პროგრამა უნდა ყოფილიყო ერთგვარი სტიმული, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის აღმასვლას ამ ქვეყნებში. ეს პროგრამა ამავე დროს მომგებიანი აღმოჩნდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, კონკრეთულად ხელი შიუწყო ეკო სტანდარტების გაზრდას გამონაბოლქვზე, რაც საბოლოო ჯამში წაადგა როგორც ეკონიმიკას ასევე ეკოლოგიას, კერძოდ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
Continue reading “მოსაზრებები ავტომობილების ტექ.დათვალიერების შესახებ (წერილი მეორე)”