აჭარაში ბუნების განადგურების ისტერია გრძელდება, ეს კაცი რომ მანიაკია და პრობლემები აქვს თვითონ დაამტკიცა. მე ხალხის პოზიცია მაკვირვებს, როგორ შეიძლება “დღევანდელი კვერცხის გულისთვის”შენი საცხოვრისი გაანადგურო, წინ არავინ იყურება, დღეს წავიკითხე ახალი ბარბაროსული აქტის ქარსაცავი ზოლის განადგურების შესახებ. მეგობრებო ეს ზოლი არამარტო ვიზუალურად არის ლამაზი არამედ ძალიან დიდი დანიშნულება აქვს.ქარსაცავი ზოლები არის ბუნებრივი დამცავი საშუალება ძლიერი შტორმის, ქარიშხლების წინააღმდეგ, იცავს ნიადაგს გამოფიტვისგან , აფერხებს ეროზიის პროცესს, აბალანსებს ნიადაგის და ჰაერის ტემპერატურას კინკრეტულ ლოკაციაზე, იცავს ნიადაგის ფენას ძლიერი წყლის მოვარდნის დროს ჩამორეცხვისგან. Continue reading “ხეების ჭრა გრძელდება”
მოსაზრებები დიზელის საწვავის შესახებ
მეგობრებო ამ პოსტის დაწერა განაპირობა სტატიამ (1) “რამდენად მავნეა დიზელი გარემოსათვის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის” სადაც საკმაოდ კვალიფიციურად არის მიმოხილული ზოგადად საწვავის გამონაბოლქვისგან წარმოქმნილი პრობლემები, მაგრამ არ არის განცალკევებული ბენზინის და დიზელის შემთხვევაში რა განსხვავებებთან გვაქვს საქმე.მინდა მოგითხროთ ამ განსხვავებების შესახებ. Continue reading “მოსაზრებები დიზელის საწვავის შესახებ”
რატომ არის საჭირო გარემოს დაცვის სამინისტრო?!
ადამიანებს აქვთ სუფთა გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება, ამას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს, კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტროს ევალება ადამიანების ჯანმრთელობის და გარემოს დაცვა, შესაბამისი რეგულაციების შემუშავებით და შემდეგ მათი გატანით საკანონმდებლო დონეზე. შემდგონში რეგულაციების შესრულება . ასრულებდა თუ არა წარმატებით ამ მისიას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ეს სხვა საკითხია, ისე კი ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა.
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შერწყმის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მავანმა შეიძლება ეს სწორად მიიჩნიოს რადგან მსოფლიოში არსებობს ამის გამოცდილება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს ყოვლად მიუღებელია, პირიქით, უნდა მომხდარიყო გარემოს დაცვის სამინისტროს გაძლიერება. ჩვენ უნდა მიგვეღო უფრო ქმედითუნარიანი სამინისტრო რადგან საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევები ამ სფეროში. რამოდენიმე თემას შევეხები რომელიც დღეს დგას და ხვალ უფრო მწვავეთ დადგება ქვეყნის წინაშე:
- უმნიშვნელოვანი პრობლება რაც ქვეყანას განსაკუთრებით დიდ ქალაქებს უდგას საქართველოში ეს არის ჰაერის დაბინძურების ხარისხი, დაბინძურების ხარისსხი კრიტიკულ მაჩვენებელს აღწევს განსაკუთრებით ქალაქებში. იგივე ეხება წყლის (არამარტო სასმელი, მიწისზედა და მიწისქვედა წყლის) და ნიადაგის დაბინძურების ხარისხი. არ მინდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და არ ვიცით რამდენად დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ;
- არ არსებობს სამთავრებო პოლიტიკა საექსპორტო და ადგილობრივი სასურსათო, სამრეწველო , სამშენებლო პროდუქციის მომართ. არ არსებობს რეგულაციები რომლის საფუძველზე გაკონტროლდება შემოსული პროდუქცია ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობაზე. უნდა იყოს თუ არა სამშენებო პროდუქციაში, საბავშვო პროდუქციაში , სურსათში ეს თუ ის ქიმიური ნაერთი და რა რაიდენობით არავინ იცის, არ არსებობს დირექტივა , რეგულაციები რომლითაც იმპორტიორი და ადგილობრივი მეწარმე იხელმძღვანელებს. ამ რეგულაციების შემუშავებაც გარემოს დაცვის სამინისტროს მოვალეობაა;
- პესტიციდების პასპორტიზაცია, რეგისტრაცია, მოხმარების რეგულაციები, მონიტორინგი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება სავალდებულოა; ამასაც გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს;
- ნარჩენები(მყარი, თხევადი, საშიში, საყოფაცხოვრებო)სეპარაცია, გადამუშავება, და გამოუენება, ესაც მოითხოვს საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებს;
- ბიზნესის და წარმოების სექტორს არ აქვს გარემოს დაცვითი რეგულაციები, აბინძურებენ, ჰაერს , ნიადაგს და წყალს და არ არსებობს რეგულაცია, კანონი რომელიც მათ ქმედებას ჩარჩოებში ამოაქცევს;
ეს საკითხები და ბევრი სხვა ამ სამინისტროს პრეროგატივაა, ანუ უზარმაზარი სამუშაოა ჯერ კიდევ ჩასატარებელი.ახლა ისმის კითხვა შესძლებს კი მიერთებული სამინისტრო ამ საკითხების მოგვარებას?! ამას გარდა სამინისტროს შემადგენლობაში შედის სხვადასხვა სააგენტოები და სამსახურები, მათ რა ბედი ეწევათ? თუ მოხდება ის რაც უკვე დაემართა ტრანსპორტის სამინისტროს თავის დროზე, დაშლამ და მისი სამსახურების სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილებამ მიგვიყვანა იმ ქაოსამდე რაც ტრანსპორტის სფეროში გვაქვს. მეორე მაგალითი :თბილისში გამწვანებაზე კონტროლის ჩამორთმევამ და მერიაზე გადაცემამ სადამდე მიგვიყვანა ხედავთ ხე აღარ დატოვეს ქალაქში. მოკლედ ხომ შეიძლება როდესმე საკუთარ შეცდომებზე რამე ვისწავლოთ? ასეთი საკითხების ხელაღებით გადაჭრა არ შეიძლება. ამას უნდა გააზრებული შეთანხმებული პოლიტიკის შემუშავება, მითუმეტეს მაშინ როცა ამდენი გამოწვევები აქვს ქვეყანას ამ დარგში და აქვს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე. ამ ვალდებულებებში გარემოს დაცვის საკითხები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ევროკავშირიც აღარ გვინდა, ჯანმრთელობაზე და გარემოზე არაფერს ვამბობ?!
ი. გრძელიშვილი 11/17/17
ქიმიური ელემენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს არ სჭირდება-ტყვია
ადამიანის ორგანიზმს სჭირდება გარკვეული რაოდენობის ქიმიური ელემენტები მეტ-ნაკლები რაოდენობით (ჯამში 25 ელემენტი) , რომლებიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის, მაგრამ მათ შორის არ არის ტყვია. ნებისმიერი რაოდენობის ტყვია ადამიანის ორგანიზმში არის დაბინძურებული გარემოს შედეგი. სხვა მეტალები, როგორიცაა მაგნიუმი, მოლიბდენი, ნიკელი, სელენიუმი , კადმიუმი არის ტოქსიური მაღალი დოზით, მაგრამ ისინი საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის გარკვეული რაოდენობით. ტყვიის შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული სურათი. არ არსებობს არავითარი საჭიროება და ფუნქცია ტყვიისათვის ადამიანის ორგანიზმში. Continue reading “ქიმიური ელემენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს არ სჭირდება-ტყვია”
Smog = smoke +fog
რა არის “სმოგი” და რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე
დასახელება “სმოგი” პირველად გაჩნდა ბრიტანულ პრესაში. 1905 წელს გაზეთ “Daily Graphic”-ში დაიბეჭდა სტატია ლონდონში სმოგის არსებობის შესახებ, სტატიაში ლონდონის თავზე გაჩენილ ნისლის ღრუბელს ეწოდა “smoky fog”, რომლის ქართული შესატყვისი სავარაუდოთ იქნება “ნისლში გახვეული გამონაბოლქვი”. “სმოგი” წარმოიქმნება ჰაერის დაბინძურების შედეგად, იგი დამახასიათებელია დიდი ქალაქებისათვის, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია. ( 1)არსებობს სმოგის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები: Continue reading “Smog = smoke +fog”
“BPA FREE”
შეიძინეთ მხოლოდ საბავშვო პლასტმასების პროდუქცია რომელსაც აწერია “BPA FREE”!
- ბისფენოლი არის ორგანული სინთეტური ქიმიური ნაერთი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა პლასტმასების წარმოებაში, განსაკუთრებით ფართო მოხმარების პლასტმასის პროდუქციის (ბოთლების, საწოვარების, საბავშვო საკვების კონსერვების შიდა ფენის დაფარვისათვის,) ასევე წყლის მილების და სხვა პროდუქციის წარმოებაში. მხოლოდ 2015 წელს წარმოებული იქნა 4 მილიონი ტონა ბისფენოლი პოლიკარბონატული პლასტმასის წარმოებაში.ეს მას შემდეგ რაც 2008 წელს საბავშვო პლასტმასების წარმოებაში აიკრძალა ბისფენოლის გამოყენება შემდეგი მიზეზის გამო:
პლასტმასი და მისგან დამზადებული პროდუქცია
პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დიდი რაოდენობის პროდუქცია, იქნება ეს კვების თუ საყოფაცხოვრებო, მოთავსებულია ან შეფუთულია სხვადასხვა სახის პლასტმასის კონტეინერებში.
რა ვიცით პლასტმასის შესახებ, რა სახის დანამატებს შეიცავენ ისინი, რა ზიანი მოაქვთ და როგორ უნდა გავარჩიოთ პლასტმასის პროდუქცია?!
Continue reading “პლასტმასი და მისგან დამზადებული პროდუქცია”
“რა სარგებლობა მოაქვს ხეს”
ის რასაც ახლა დავწერ თითქოს ყველა ვიცით, ალბათ თეორიულად ვიცით რომ ეს ასეა მაგრამ რეალობაში არ ვაცნობიერებთ ურბანული გარემოსათვის რაოდენ დიდი დატვირთვა აქვს თითიეულ ხეს.მარტივად და ქრონოლიურად ჩამოვწერ ხის სარგებლობის შესახებ, უბრალოდ ფაქტებს გაგახსენებთ:
- ხე არის ბუნების საჩუქარი შეამციროს ჰაერის დაბიმძურება. განსაკუთრებით ფართოფოთლოვანი ხეები ასრულებენ უდიდეს როლს ჰაერის გასუფთავებაში. ფოთლის ზომას და სტრუქტურას აქვს გადამწყვეტი როლი, ზოგიერთი ხის ფოფოლს აქვს ფართო და ხაოიანი ზედაპირი, ისინი ადვილად “იჭერენ ” ჭვარტლის ნაწილაკებს, რასაც შემდგონში წვიმა ჩამორეცხავს.თბილისის მაგალითზე ჭადარი არის იდეალური მაგალითი, საგრძნობლად ამცირებენ ჰაერის დაბინძურებას.
- ერთი ზრდასრული ხე შთანთქავს ერთ ტონა ნახშირორჟანგს თავისი სრული ციკლის არსებობის მანძილზე. ასევე ერთი ხე შთანთქავს იმდენივე ნახშირჟანგს რასაც წარმოქმნის ერთი ავტომობილი 41843 კმ მანძილის გავლის დროს. (1)
- ხეები არეგულირებენ გარემო ტემპერატურას, ზაფხულში ბლოკავენ მზის სხივებს და შენობებში არ აღწევს მზის სხივები ჭარბათ, რითაც ფაქტიურად იზოგება ენერგია.
- მარადმწვანე ხეები ბლოკავენ ჩრდიოეთის ქარს და წარმოქმნიან ქარის დამცავ ზოლს. ხეები ამცირებენ ქარის სიჩქარეს, რასაც ზამთარში მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
- ნიადაგის ეროზიის პრევენცია ხდება, ხეები იკავებენ ჰუმუსს და ხელს უშლიან გაუდაბნოებას;
- ამცირებს ხმაურს, განსაკუთრებით ტრანსპორტიდან გამოწვეულ ხმას ახშობს;
- ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს, ქმნის მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროს ურბანულ გარემოში;
- ცალსახად უწყობს ბიზმესის გამვითარებას ხელს, რადგან “მწვანე ” გარემოში საკუთრების შეძენა უფრო სასიამოვნოა ვიდრე ცემენტის ჯუნგლებში.
“რუსეთი, თეირანი, პორტარტური და ჩინეთი- გზამკვლევი მოგზაურებისათვის
საინტერესო ბროშურას-“გზამკვლევს მოგზაურებისათვის” გადავაწყდი ინტერნეტში (1) გამოცემულია ინგლისურ ენაზე 1914 წელს. ავტორი კარლ ბაიდეკერი. გრამკვლევი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას მოგზაურებისათვის: მოგვითხრობს ისტორიის, გეოგრაფიის , მოსახლეობის, საინტერესო ადგილების, ფასების შესახებ. ასევე რუკებსა და სურათებს მოიცავს დაწყებული ფინეთიდან ჩინეთამდე, მოკლედ უდაოდ ბევრის მომცველი საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი.. მე რათქმაუნდა საქართველო მოვძებნე და ჩემთვის ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე. მაგალითად:
Continue reading ““რუსეთი, თეირანი, პორტარტური და ჩინეთი- გზამკვლევი მოგზაურებისათვის”
საინტერესო პროექტები
გაგაცნობთ საინტერესო პროექტებს , რომლებიც განახორციელა ნორვეგიის და იტალიის მთავრობებმა რამოდენინე წლის წინ. ნოვეგიაში არის პატარა დასახლება “რუკანი” , სადაც ცხოვრობს 3500 მოსახლე. დასახლება მდებარეობს ღრმა ხეობაში სადაც ზამთრის თვეებში, სექტემბრიდან მარტამდე, მზის სხივები ვერ აღწევს. რუკანი ითვლის 100 წლის ისტორიას, არის ინდრუსტრიული ქალაქი და თავს იწონებს 104 მ სიმაღლის ულამაზესი ჩანჩქერით, რაც XX საუკუნის დასაწყისში იქცა ელექტროენერგიის წყარო , მასზე ჰესის აშენების შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ როცა ჰესი აშენდა მოსახლეობისატვის გაკეთდა საბაგირო, რომლითაც ზამთრის თვეებში მცხოვრებლები ადიოდნენ მთის წვერზე მზის აბაზანის მისაღებად.