ადამიანის ორგანიზმს სჭირდება გარკვეული რაოდენობის ქიმიური ელემენტები მეტ-ნაკლები რაოდენობით (ჯამში 25 ელემენტი) , რომლებიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის, მაგრამ მათ შორის არ არის ტყვია. ნებისმიერი რაოდენობის ტყვია ადამიანის ორგანიზმში არის დაბინძურებული გარემოს შედეგი. სხვა მეტალები, როგორიცაა მაგნიუმი, მოლიბდენი, ნიკელი, სელენიუმი , კადმიუმი არის ტოქსიური მაღალი დოზით, მაგრამ ისინი საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის გარკვეული რაოდენობით. ტყვიის შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული სურათი. არ არსებობს არავითარი საჭიროება და ფუნქცია ტყვიისათვის ადამიანის ორგანიზმში. Continue reading “ქიმიური ელემენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს არ სჭირდება-ტყვია”
Smog = smoke +fog
რა არის “სმოგი” და რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე
დასახელება “სმოგი” პირველად გაჩნდა ბრიტანულ პრესაში. 1905 წელს გაზეთ “Daily Graphic”-ში დაიბეჭდა სტატია ლონდონში სმოგის არსებობის შესახებ, სტატიაში ლონდონის თავზე გაჩენილ ნისლის ღრუბელს ეწოდა “smoky fog”, რომლის ქართული შესატყვისი სავარაუდოთ იქნება “ნისლში გახვეული გამონაბოლქვი”. “სმოგი” წარმოიქმნება ჰაერის დაბინძურების შედეგად, იგი დამახასიათებელია დიდი ქალაქებისათვის, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია. ( 1)არსებობს სმოგის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები: Continue reading “Smog = smoke +fog”
“BPA FREE”
შეიძინეთ მხოლოდ საბავშვო პლასტმასების პროდუქცია რომელსაც აწერია “BPA FREE”!
- ბისფენოლი არის ორგანული სინთეტური ქიმიური ნაერთი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა პლასტმასების წარმოებაში, განსაკუთრებით ფართო მოხმარების პლასტმასის პროდუქციის (ბოთლების, საწოვარების, საბავშვო საკვების კონსერვების შიდა ფენის დაფარვისათვის,) ასევე წყლის მილების და სხვა პროდუქციის წარმოებაში. მხოლოდ 2015 წელს წარმოებული იქნა 4 მილიონი ტონა ბისფენოლი პოლიკარბონატული პლასტმასის წარმოებაში.ეს მას შემდეგ რაც 2008 წელს საბავშვო პლასტმასების წარმოებაში აიკრძალა ბისფენოლის გამოყენება შემდეგი მიზეზის გამო:
პლასტმასი და მისგან დამზადებული პროდუქცია
პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დიდი რაოდენობის პროდუქცია, იქნება ეს კვების თუ საყოფაცხოვრებო, მოთავსებულია ან შეფუთულია სხვადასხვა სახის პლასტმასის კონტეინერებში.
რა ვიცით პლასტმასის შესახებ, რა სახის დანამატებს შეიცავენ ისინი, რა ზიანი მოაქვთ და როგორ უნდა გავარჩიოთ პლასტმასის პროდუქცია?!
Continue reading “პლასტმასი და მისგან დამზადებული პროდუქცია”
კოსმეტიკა და ქიმიური ნაერთები
ახლახანს დავამთავრე მუშაობა პროექტზე “თმის საღებავებში ტოქსიური ნაერთების იდენტიფიცირება და შეფასება’. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი, მათ შორის არის მომხმარებლისთვის საყურადღებო ინფორმაცია, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ყველამ ვიცოდეთ, მითუმეტეს რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით და არ არსებობს არავითარი შეზრუდვები უხარისხო პროდუქციაზე.
მოსაზრებები ავტომობილების ტექ.დათვალიერების შესახებ (წერილი მეორე)
წახალისებები ავტოპარკის განახლებისათვის
ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ხშირად ისმის კოთხვა: რა ბედი ეწევა ავტომობილებს რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ დათვალიერებას?! ამასტან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ პროექტი: ‘ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი”, რომელიც განახორციელეს განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა ეკონომიკური რეცესიის დროს 2008-2010 წლებში. პროგრამა უნდა ყოფილიყო ერთგვარი სტიმული, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის აღმასვლას ამ ქვეყნებში. ეს პროგრამა ამავე დროს მომგებიანი აღმოჩნდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, კონკრეთულად ხელი შიუწყო ეკო სტანდარტების გაზრდას გამონაბოლქვზე, რაც საბოლოო ჯამში წაადგა როგორც ეკონიმიკას ასევე ეკოლოგიას, კერძოდ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
Continue reading “მოსაზრებები ავტომობილების ტექ.დათვალიერების შესახებ (წერილი მეორე)”
მოსაზრებები ავტომობილების ტექ. დათვალიერების შესახებ (წერილი პირველი)
ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენის საკითხი ისევ გადაიდო 2018 წლამდე და არავინ იცის ეს როდემდე გაგრძელდება. მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება როგორც ტრანსპორტის მენეჯმენტის კუთხით ასევე ეკოლოგიური კუთხით. ამაზე ბევრი იწერება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. 2008 წელს ვმუშაობდი პროექტზე “ტყვია და ადამიანის ჯანმრთელობა”, სადაც წარმოვადგინე ჩემი მოსაზრებები ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შესახებ. შემდგომში, 2014 წელს, დავწერე წერილი აღნიშნულ საკითხზე, რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ:
Continue reading “მოსაზრებები ავტომობილების ტექ. დათვალიერების შესახებ (წერილი პირველი)”