გაგაცნობთ საინტერესო პროექტებს , რომლებიც განახორციელა ნორვეგიის და იტალიის მთავრობებმა რამოდენინე წლის წინ. ნოვეგიაში არის პატარა დასახლება “რუკანი” , სადაც ცხოვრობს 3500 მოსახლე. დასახლება მდებარეობს ღრმა ხეობაში სადაც ზამთრის თვეებში, სექტემბრიდან მარტამდე, მზის სხივები ვერ აღწევს. რუკანი ითვლის 100 წლის ისტორიას, არის ინდრუსტრიული ქალაქი და თავს იწონებს 104 მ სიმაღლის ულამაზესი ჩანჩქერით, რაც XX საუკუნის დასაწყისში იქცა ელექტროენერგიის წყარო , მასზე ჰესის აშენების შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ როცა ჰესი აშენდა მოსახლეობისატვის გაკეთდა საბაგირო, რომლითაც ზამთრის თვეებში მცხოვრებლები ადიოდნენ მთის წვერზე მზის აბაზანის მისაღებად.
კოსმეტიკა და ქიმიური ნაერთები
ახლახანს დავამთავრე მუშაობა პროექტზე “თმის საღებავებში ტოქსიური ნაერთების იდენტიფიცირება და შეფასება’. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი, მათ შორის არის მომხმარებლისთვის საყურადღებო ინფორმაცია, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ყველამ ვიცოდეთ, მითუმეტეს რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით და არ არსებობს არავითარი შეზრუდვები უხარისხო პროდუქციაზე.
მოსაზრებები ავტომობილების ტექ.დათვალიერების შესახებ (წერილი მეორე)
წახალისებები ავტოპარკის განახლებისათვის
ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს ხშირად ისმის კოთხვა: რა ბედი ეწევა ავტომობილებს რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ დათვალიერებას?! ამასტან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ პროექტი: ‘ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი”, რომელიც განახორციელეს განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა ეკონომიკური რეცესიის დროს 2008-2010 წლებში. პროგრამა უნდა ყოფილიყო ერთგვარი სტიმული, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის აღმასვლას ამ ქვეყნებში. ეს პროგრამა ამავე დროს მომგებიანი აღმოჩნდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, კონკრეთულად ხელი შიუწყო ეკო სტანდარტების გაზრდას გამონაბოლქვზე, რაც საბოლოო ჯამში წაადგა როგორც ეკონიმიკას ასევე ეკოლოგიას, კერძოდ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
Continue reading “მოსაზრებები ავტომობილების ტექ.დათვალიერების შესახებ (წერილი მეორე)”
მოსაზრებები ავტომობილების ტექ. დათვალიერების შესახებ (წერილი პირველი)
ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენის საკითხი ისევ გადაიდო 2018 წლამდე და არავინ იცის ეს როდემდე გაგრძელდება. მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება როგორც ტრანსპორტის მენეჯმენტის კუთხით ასევე ეკოლოგიური კუთხით. ამაზე ბევრი იწერება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. 2008 წელს ვმუშაობდი პროექტზე “ტყვია და ადამიანის ჯანმრთელობა”, სადაც წარმოვადგინე ჩემი მოსაზრებები ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შესახებ. შემდგომში, 2014 წელს, დავწერე წერილი აღნიშნულ საკითხზე, რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ:
Continue reading “მოსაზრებები ავტომობილების ტექ. დათვალიერების შესახებ (წერილი პირველი)”