საინტერესო პროექტები

გაგაცნობთ საინტერესო პროექტებს , რომლებიც  განახორციელა  ნორვეგიის და იტალიის მთავრობებმა რამოდენინე წლის წინ. ნოვეგიაში არის პატარა დასახლება “რუკანი” , სადაც ცხოვრობს 3500 მოსახლე. დასახლება მდებარეობს ღრმა ხეობაში სადაც ზამთრის თვეებში, სექტემბრიდან მარტამდე, მზის სხივები ვერ აღწევს. რუკანი ითვლის 100 წლის ისტორიას, არის ინდრუსტრიული ქალაქი და თავს იწონებს 104 მ სიმაღლის ულამაზესი ჩანჩქერით, რაც XX  საუკუნის დასაწყისში იქცა ელექტროენერგიის წყარო , მასზე ჰესის აშენების შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ როცა ჰესი აშენდა მოსახლეობისატვის გაკეთდა საბაგირო, რომლითაც ზამთრის თვეებში მცხოვრებლები ადიოდნენ მთის წვერზე მზის აბაზანის მისაღებად.

2013 წელს ქალაქის მუნოცოპალიტეტის დაკვეთით განხორციელდა  ძალიან საინტერესო პროექტი: ხეობის მოპირდაპირე ქერდობზე დამონტაჟდა სამი გიგანტური სარკე, რომლებიც კომპიუტერული ტექნიკის დახმარებით მიყვებიან მზის სხივებს და არეკლილი სხივი ანათებს ქვემოთ ქალაქის ცენტრალურ მოედანს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა მოსახლეობა გამოდის გაარეთ და ეფიცხება  მზის სხივებს. პროექტი დაჯდა 5 მილიონი ნორვეგიული კრონა (£544,000). (1)

2005 წელს ანალოგოური პროექტი განხოეციელდა იტალიის ქალაქ ვილადელაში, რომელიც დაშირებულია მილანიდან ჩრდილოეთით 130 კმ-ით.ცხოვრობს 200 მოსახლე, ძირითადად გერმანელი ბუდისტები. ქალაქი განლაგებულია ვიწრო ღრმა ხეობაში და შემოსაზრვრულია  მაღალი მთებით. ზამთრის პერიოდში 11 ნოემბრიდან 2 თებერვლამდე მზის სხივები ვერ აღწევს ხეობაში. 2005 წელს ქალაქის მერის ინიციატივით შეგროვდა 100 000 ევრო და 2006 წელს დამონტაჟდა  40 კვადრატული მეტრი  მოცულობის 1,1 ტონიანი სარკე ქალაქის მოპირდაპირე ბექობზე 1100 მ სიმაღლეზე. რა თქმა უნდა ეს სარკე მთელ ქალაქს ვერ გაანათებდა, მხოლოდ ერთი ადგილი იქნა შერჩეული ქალაქის ცენტრში ეკლესიის წინ.  სარკე იმართებოდა კომპიუტერის მიერ, დაყვებოდა  მზის სხივებს და არეკლილი  სხივები ანათებდა ქალაქს. (2)

რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები საინტერესოა და მისასალმებელი, მაგრამ პირადად ჩემთვის სხვა მხრივ მიიქცია ყურადღება. ორივე პროექტმა. პირველი: რამ აიძულა ეს ხალხი იცხოვროს ისეთ ადგილას , სადაც მზის სხივის დანახვა ენატრებათ, ალბათ ამასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია!? მეორე ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია: ეს ადამიანები გრძნობენ  სახელმწიფოს ზრუნვას.ორივე ქვეყნის შემთხვევაში ხელისუფლება იყო  ინიციატორი გაეუმჯობესებინა ცხოვრების პირობები ქალაქის მოსახლეობისათვის.. აქ ჩვენი მიტოვებული მთიანი რეგიონები გამახსენდა, სადაც ღმერთის წყალობით არც მზე გვაკლია, არც წყალი და არც ჰაერი, მაგრამ მოსახლეობისაგან მაინც იცლება ერთი მარტივი მიზეზის გამო- არ არსებობს ცხოვრების მინიმალური პირობები. იმედია რომელიმე ხელისუფლება როდესმე დაფიქრდება და მიიღებს ისეთ ზომებს, რაც მთის მოსახლეობა აგრძნობინებს რომ ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა. როდესაც ხელისუფლება ერთნაირად ზრუნავს  ყველა მოქალაქეზე , მაშინ არის  ქვეყანა შემდგარი როგორც სახელმწიფო.

ი. გრძელიშვილი 2014 წ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *