“რა სარგებლობა მოაქვს ხეს”

ის რასაც ახლა დავწერ თითქოს ყველა ვიცით, ალბათ თეორიულად ვიცით რომ ეს ასეა მაგრამ რეალობაში არ ვაცნობიერებთ ურბანული გარემოსათვის რაოდენ დიდი დატვირთვა აქვს თითიეულ ხეს.მარტივად და ქრონოლიურად ჩამოვწერ ხის სარგებლობის შესახებ, უბრალოდ ფაქტებს გაგახსენებთ:

  • ხე არის ბუნების საჩუქარი შეამციროს ჰაერის დაბიმძურება. განსაკუთრებით ფართოფოთლოვანი ხეები ასრულებენ უდიდეს როლს ჰაერის გასუფთავებაში. ფოთლის ზომას და სტრუქტურას აქვს გადამწყვეტი როლი, ზოგიერთი ხის ფოფოლს აქვს ფართო და ხაოიანი ზედაპირი, ისინი ადვილად “იჭერენ ” ჭვარტლის ნაწილაკებს, რასაც შემდგონში წვიმა ჩამორეცხავს.თბილისის მაგალითზე ჭადარი არის იდეალური მაგალითი, საგრძნობლად  ამცირებენ ჰაერის დაბინძურებას.
  • ერთი ზრდასრული ხე შთანთქავს ერთ ტონა ნახშირორჟანგს თავისი სრული ციკლის არსებობის მანძილზე. ასევე ერთი ხე შთანთქავს იმდენივე ნახშირჟანგს რასაც წარმოქმნის ერთი ავტომობილი  41843 კმ მანძილის გავლის დროს. (1)
  • ხეები არეგულირებენ გარემო ტემპერატურას, ზაფხულში ბლოკავენ მზის სხივებს და შენობებში არ აღწევს მზის სხივები ჭარბათ, რითაც ფაქტიურად იზოგება ენერგია.
  • მარადმწვანე ხეები ბლოკავენ ჩრდიოეთის ქარს და წარმოქმნიან ქარის დამცავ ზოლს. ხეები ამცირებენ ქარის სიჩქარეს, რასაც ზამთარში მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
  • ნიადაგის ეროზიის პრევენცია ხდება, ხეები იკავებენ ჰუმუსს და ხელს უშლიან გაუდაბნოებას;
  • ამცირებს ხმაურს, განსაკუთრებით ტრანსპორტიდან გამოწვეულ ხმას ახშობს;
  • ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს, ქმნის მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროს ურბანულ გარემოში;
  • ცალსახად უწყობს ბიზმესის გამვითარებას ხელს, რადგან “მწვანე ” გარემოში საკუთრების შეძენა უფრო სასიამოვნოა ვიდრე ცემენტის ჯუნგლებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *