“რუსეთი, თეირანი, პორტარტური და ჩინეთი- გზამკვლევი მოგზაურებისათვის

საინტერესო ბროშურას-“გზამკვლევს მოგზაურებისათვის” გადავაწყდი ინტერნეტში  (1) გამოცემულია ინგლისურ ენაზე 1914 წელს. ავტორი კარლ ბაიდეკერი. გრამკვლევი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, მოიცავს ყველა საჭირო  ინფორმაციას მოგზაურებისათვის: მოგვითხრობს ისტორიის, გეოგრაფიის , მოსახლეობის, საინტერესო ადგილების, ფასების შესახებ. ასევე რუკებსა და სურათებს მოიცავს დაწყებული ფინეთიდან ჩინეთამდე, მოკლედ უდაოდ ბევრის მომცველი საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი.. მე რათქმაუნდა საქართველო მოვძებნე და  ჩემთვის ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე. მაგალითად:

ბათუმი: მოგზაურობა იწყება ბათუმიდან, ერთვის ბათუმის რუქა, აღწერილია მთავარი ქუჩები: დასავლეთით ნავსადგურიდან არის ბაზრის ქუჩა, აღმოსავლეთით ნავთობის საწყობები, სანაპიროს მიუყვება ბულვარი საიდანაც პალმების ქუჩა მიგიყვანს ნეველის საკათედრო ტაძართან, აგებულია 1906 წელს. ბათუმიდან ექსპორტზე გადიოდა  ძირითადად მანგანეცი, ნავთობი, აბრეშუმი და მატყლი. მოცემულია ინფორმაცია ბათუმოდან სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობა რა დაგიჯდებათ.

ქუთაისი: მოსახლეობა 57000, ცნობილი თავისი წიწვოვანი ხეებით, მაგნოლიებით, დაფნის ხეებით, მირტით(ეს არის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე თეთრი სურნელოვანი ყვავილით) ცნობილი ნაკაშიძის ბაღი და ე.წ “ფერმები” .აღნიშნულია რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი დახუნძლულია სიძველეებით , აღწერილია ბაგრატი და გელათის ფრესკები.

თბილისი: ინფორმაცია თბილისზე საკმაოდ ტევადია. იწყება სასტუმროებით: “ლონდონი” და “ორიენტი”, ფასები 2-დან 10 რუბლამდე მერყეობს, საუბრობენ ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად, მისამართებიც მითითებულია მადათოვზე და გოლოვინსკზე მდებარეობდნენ. ასევე არის სხვა სასტუმროების სახელები და მისამართები. რესტორნები არის სასტუმროებში , ასევე დამოუკიდებლად სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის არის” ანნონა” თეატრალური კლუბის ქვეშ, ფასები მერყეობს 60 კაპიკიდან 1.20 რუბლამდე. ძირითადად მენიუშია: მწვადი, ბასტურმა, ჩიხირთმა, ლოქო, ფლავი. ფასებიც მითითებულია. საუბარია ტრანსპორტზეც, მაგალიტად აღწერილია ტრამვაის მარშრუტი, ქუჩები, გაჩერებები ყველაფერი მითიტებულია ფასები ფაეტონით მაგალითად ცენტრიდან ბოტანიკურში ღირდა 80 კაპიკი. საუბარია ფოსტაზე, ტელეგრაფზე, კლუბებზე. იმ დროისათვის თბილისშიყოფილა  სამი კლუბი: გერმანული, არტისტების და სომხური კლუბი მისამართებით და ფასებით. ბანკები: იმპერიალი და ლორის მელიქოვის ბანკი. ექიმების, დენტისტების  სახელებიც და მისამართებიც არის მოხდენებული. ბროშურა მიმოიხილავს თბილისი ისტორიას , მდებარეობას, მოსახლეობას, ღირშესანიშნაობებს, და სხვა. კარგად არის აღწერილი ბაზარი, საიდან რა მოდიოდა და რა იყიდებოდა, მაგალითად დაღესტნიდან, ყაბარდოდან და ოსეთიდან მოდის ყველაზე ღირებული შალის საქონელი,თოფები, სხვადასხვა საბრძოლო იარაღები, ვერცხლის და ოქროს ნაკეთობები ასევე ჩრდილო კავკასიიდან, ხალიჩების დიდი არჩევანია . აღნიშნულია რომ თბილისის ბაზარი არის ერთგვარი ჰაბი კავკასიაში. საუკეთესო საქონელი მოაქვთ ტბილისში რომ სარფიანად გაყოდონ. ასევე აღნიშნულია რომ ღვინის ბაზარი ქართველებს ეკუთვნით, აქ იყიდება საუკეთესო კახური ღვინოები (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული და სხვა) , ფასი 25 კაპიკიდან 1 რუბლამდე ბოთლზე. საერთო ჯამში ტრანსკავავკასია აწარმოებდა წელიწადში 20 მილიონ ვედრო ღვინოს იმ დროისატვის. მოთხრობილია ასევე  ეკლესიების შესახებ, მუზეუმების შესახებ, ბოტანიკური ბაღის ბილეთოს ფასიც კი არის მოცემული. სად ფეხით და სად ტრანსპორტით ჯობია წასვლა და ა შ, მოკლედ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე საუკუნის წინანდელ თბილისზე. თბილისის გარდა ასევე არის აღწერილი დარიალის ხეობა თავისი სოფლებით, მამისონიდან ქუთაისისკენ მიმავალი გზა და ა შ. თუ სურვილი გაქვთ წაიკითხოთ ზემოთ, აღნიშნულ წყაროზე დააქლიქეთ და მოძებნეთ კავკასია(გვერდი 445).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *