რატომ არის საჭირო გარემოს დაცვის სამინისტრო?!

ადამიანებს აქვთ  სუფთა გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება, ამას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს, კონკრეტულად გარემოს დაცვის სამინისტროს ევალება ადამიანების ჯანმრთელობის და გარემოს დაცვა, შესაბამისი რეგულაციების შემუშავებით და შემდეგ მათი გატანით საკანონმდებლო დონეზე. შემდგონში რეგულაციების შესრულება . ასრულებდა თუ არა წარმატებით ამ მისიას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ეს სხვა საკითხია, ისე კი ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს  შერწყმის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მავანმა შეიძლება ეს სწორად მიიჩნიოს რადგან მსოფლიოში არსებობს ამის გამოცდილება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს ყოვლად მიუღებელია, პირიქით, უნდა მომხდარიყო გარემოს დაცვის სამინისტროს გაძლიერება. ჩვენ უნდა მიგვეღო უფრო ქმედითუნარიანი სამინისტრო რადგან საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევები ამ სფეროში. რამოდენიმე თემას შევეხები რომელიც დღეს დგას და ხვალ უფრო მწვავეთ დადგება ქვეყნის წინაშე:

  • უმნიშვნელოვანი პრობლება რაც ქვეყანას განსაკუთრებით დიდ ქალაქებს უდგას საქართველოში ეს არის ჰაერის დაბინძურების ხარისხი, დაბინძურების ხარისსხი კრიტიკულ მაჩვენებელს აღწევს განსაკუთრებით ქალაქებში. იგივე ეხება წყლის (არამარტო სასმელი, მიწისზედა და მიწისქვედა წყლის) და ნიადაგის დაბინძურების ხარისხი. არ მინდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და არ ვიცით რამდენად დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ;
  • არ არსებობს სამთავრებო პოლიტიკა საექსპორტო და ადგილობრივი სასურსათო, სამრეწველო , სამშენებლო პროდუქციის მომართ. არ არსებობს რეგულაციები რომლის საფუძველზე გაკონტროლდება შემოსული პროდუქცია ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობაზე. უნდა იყოს თუ არა სამშენებო პროდუქციაში, საბავშვო პროდუქციაში , სურსათში ეს თუ ის ქიმიური ნაერთი  და რა რაიდენობით არავინ იცის, არ არსებობს დირექტივა , რეგულაციები რომლითაც იმპორტიორი და ადგილობრივი მეწარმე იხელმძღვანელებს. ამ რეგულაციების შემუშავებაც გარემოს დაცვის სამინისტროს მოვალეობაა;
  • პესტიციდების პასპორტიზაცია, რეგისტრაცია, მოხმარების რეგულაციები, მონიტორინგი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება სავალდებულოა; ამასაც გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს;
  • ნარჩენები(მყარი, თხევადი, საშიში, საყოფაცხოვრებო)სეპარაცია, გადამუშავება, და გამოუენება, ესაც მოითხოვს საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებს;
  • ბიზნესის და წარმოების სექტორს არ აქვს გარემოს დაცვითი რეგულაციები, აბინძურებენ, ჰაერს , ნიადაგს და წყალს და არ არსებობს რეგულაცია, კანონი რომელიც მათ ქმედებას ჩარჩოებში ამოაქცევს;

ეს საკითხები და ბევრი სხვა ამ სამინისტროს პრეროგატივაა, ანუ უზარმაზარი სამუშაოა  ჯერ კიდევ  ჩასატარებელი.ახლა ისმის კითხვა შესძლებს კი მიერთებული სამინისტრო ამ საკითხების მოგვარებას?! ამას გარდა სამინისტროს შემადგენლობაში შედის სხვადასხვა სააგენტოები და სამსახურები, მათ რა ბედი ეწევათ?   თუ მოხდება ის რაც უკვე დაემართა ტრანსპორტის სამინისტროს თავის დროზე, დაშლამ და მისი სამსახურების სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილებამ მიგვიყვანა იმ ქაოსამდე რაც ტრანსპორტის სფეროში გვაქვს.  მეორე  მაგალითი :თბილისში გამწვანებაზე კონტროლის ჩამორთმევამ და მერიაზე გადაცემამ სადამდე მიგვიყვანა ხედავთ  ხე აღარ დატოვეს ქალაქში. მოკლედ ხომ შეიძლება როდესმე საკუთარ შეცდომებზე რამე ვისწავლოთ? ასეთი საკითხების ხელაღებით გადაჭრა არ შეიძლება. ამას უნდა გააზრებული შეთანხმებული პოლიტიკის შემუშავება, მითუმეტეს მაშინ როცა ამდენი გამოწვევები აქვს ქვეყანას ამ დარგში და აქვს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე. ამ ვალდებულებებში გარემოს დაცვის საკითხები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ევროკავშირიც აღარ გვინდა, ჯანმრთელობაზე და გარემოზე არაფერს ვამბობ?!

ი. გრძელიშვილი 11/17/17

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *