საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს: ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყალბადები(აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები) ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგი.რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმისთვის, რას ვსუნთქავთ?
ჭვარტლის ნაწილაკები არის ნარევი წვრილი მყარი და თხევადი ნაწილაკებისა. ჭვარტლის ნაწილაკები შედგება სხვადასხვა ნაერთებისგან, როგორიცაა მჯავები, ნიტრატები, სულპატები, ორგანული ნაერთები, მეტალები, მტვრის ნაწილაკები. ჭვარტლის ნაწილაკები შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა წყაროდან. არსებობს “მთავარი”, ძირითადი წყარო ნაწილაკებისა, მტვერი სამშენებლო მოედნიდან, მოუკირწყლავი გზის მტვერი,სხვაადასხვა ნარჩენების დაწვისგან გამოწვეული ჭვარტლი და ა შ. მეორე ჯგუფი ნაწილაკებისა არის “მეორადი” ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება ჰაერში ახვადასხვა ქიმიური ნაერთების შეტივნარების შედეგად. მისი ძირითადი წყარო არის ინდუსტრია და ავტომობილები. Continue reading “ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები (ჭვარტლის ნაწილაკები)”