პლასტმასი და მისგან დამზადებული პროდუქცია

პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დიდი რაოდენობის პროდუქცია, იქნება ეს კვების თუ საყოფაცხოვრებო, მოთავსებულია ან შეფუთულია  სხვადასხვა სახის პლასტმასის კონტეინერებში.

რა ვიცით პლასტმასის შესახებ, რა სახის დანამატებს შეიცავენ ისინი, რა ზიანი მოაქვთ და როგორ უნდა გავარჩიოთ პლასტმასის პროდუქცია?!

არსებობს 7 ძირითადი ტიპის პლასტმასები, რაც კლასიფიცირდება იმის მიხედვით , თუ რა სახის პროდუქცია მზადდება მისგან და შეიძლება თუ არა მისი ხელახალი გამოყენება აბ გადამუშავება. ნებისმიერი პლასტმასის პროდუქციას ძირზე აქვს სამკუთხედი სამარკო ნიშანი სამკუთხედის შიგნით აწერია ციფრი 1,2,3,4,5,6 ან 7. ეს არის იდენტიფიკაციის კოდი, რომელიც გვეუბნება თუ რა ტიპის პლასტმარი არის გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში.(1)

  • კოდი 1 (PET or PETE)პოლიეთილენ ტეტრა პტალატი ფართოდ გამოიყენება, სასმელი წყლის, გამაგრილებელი, მინერალური და სხვა სასმელების ბოთლების წარმოებაში. ერთჯერადად მათი გამოყენება არის უსაფრთხო , მაგრამ დიდ ხნით წყლის შესაგროვებლად  გამოყენება არ არის სასურველი , რადგან ამ ტიფის პლასტმასს ზედაპირზე აქვს ფორები, სადაც ბაქტერია ადვილად აკუმულირდება და მასში დიდ ხნით დაგროვილი წყალი არ არის სასურველი რომ დავლით, განსაკუთრებით თუ მზეზე დგას დიდ ხნით. ეს პლასტმასები გამოიყენება მეორადი გადამუშავებისათვის.
  • კოდი2 (HDPE) მაღალი სიმკვრივის პოლიმერული ეთილენი ცნობილია, როგორც ყველაზე უსაფრთხო პლასტმასის სახელობა. ოგო ფართოდ გამოიყენება კვების პროდუქტების შესაფუთად. რძის პროდუქციის, კარაქის , მარგარინის, ცხიმების, ზეთის და ა შ.გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს კვების მრეწველობაში. ხდება მისი მეორადი გამოყენება და ასევე გადამუშავება .
  • კოდი3(PVC)პოლივინილ ქლორიდი  არის რბილი პლასტმასი და გამიყენება დრეკადი ნივთების, საბავშვო სათამაშოების და სხვა ნივთების, მაგალითად საცურაო აუზის ინვენტარისთვის, სამშენებლო პროდუქციისათვის და აშ. (PVC) არის ცნობილი როგორც “მომწამლავი” პლასტმასი, რადგან შეიცავს სხვადასხვა ტოქსიურ დანამატებს, მათ შორის არის ტყვია და ფტალატები. ფტალატები ცნობილია როგორც  ენდოკრინული ცვლილებების, რეპროდუქციული პრობლემების, ნაადრევი მშობიარობის, სპერმის რაოდენობის შემცირების გამომწვევი ნაერთები.დროთა განმავლობაში ამ ნივთიერებებმა შეიძლება “გაჟონოს”პლასტმასიდან და  მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან ძალიან ხშირად ისინი პირში იდებენ სათამაშოებს. (PVC) არ გამოიყენება მეორადი გადამუშავებისათვის, ასევე არ არის სასურველი მრავალჯერადი გამოყენება.
  • კოდი4(LDPE) დაბალი სიმკვრივის პოლიმერული ეთილენი , გამოიყენება პოლიეთილენის პარკებისათვის, ასევე ნახევარფაბრიკატი პროდუქციის შესაბუთად, პურის ბატონების შესაფუთად. ცნობილია როგორც ნაკლებად ტოქსიური და მისი გამოყენება შედარებით უსაფრთხოა.
  • კოდი5 (PP) პოლიპროპილენი  არის მსუბუქი, გამძლე, დრეკადი და  სითბოს მედეგი, გამოიყენება პროდუქციის მშრალად შესახვევად. მაგალითად: “ჩიფსების” და სხვა მარცვლეული პროდუქციის შესანახად. მისი მეორადი გამოყენება არის უსაფრთხო.
  • კოდი6(PS) პოლისტირინი არის ძალიან მსუბუქი , იაფი პლასტმასი., გამოიყენება ერთჯერადი შეფუთვისათვის. ასევე გამოიყენება ფართოდ სამშენებლო წარმოებაში. პოლისტირინის პლასტმასი შეიცავს ტოქსიკურ ნაერთს-სტირინს, რომლის გაჟონვა შეიძლება მოხდეს თუ გამოვიყენებთ მიკროტალღოვან ღუმელში საკვების გასათბობად. სასურველია მოვერიდოდ კოდი 6 პლასტმასის მეორად გამოყენებას რამდენადაც შესაძლებელია.
  • კოდი7(PC) პოლიკარბონატები და სხვა ამ ჯგუფის პლასტმასები, პირველად მიღებული იქნა 1987 წელს , არის ადვილი დასამუშავებელი და იაფი, ამიტომ ფართოდ კამოიყენება კომპიუტერების წარმოებაში. ასევე გამოიყენება ბავშვების საწოვარების, ბოთლების და ჭურჭლის წარმოებაში. ამ ჯგუფის პლასტმასები პოლიკარბონატებთან ერთად შეიცავენ ბიფენილს bifenil A(BPA), (2)რომელიც არის ტოქსიური ნაერთი, ცნობილი , როგორც ენდოკრინული სისტემის გამანადგურებელი. სრულიად მცირე დოზებსაც კი შეუშლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთნებიან ბავშვები და მოხუცები. ევროგაერთიანების ქვეყნებმა, კანადამ, აშშ-ს ზოგიერთმა შტატებმა აკრძალეს ბიფენილის შემცველი პლასტმასების(საბავშვო პროდუქციის)  გაყიდვა სამომხმარებლო ქსელში.
  • ამავე პლასტმასების ჯგუფს მიეკუთნება ახალი ინოვაციური კომპოსტირებადი პლასტმასები. ისინი აღინიშნებიან დამატებითი კოდით ” PLA”
    პლასტმასების გამოყენებისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
  • ყოველთვის შეამოწმეთ არის თუ არა კოდირებული პლასტმასის პროდუქცია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გამოიყენება კვების პროდუქციისთვის და სასმელებისათვის. ამისათვის დახედეთ ჭურჭლის ძირს სადაც დატანილია კოდი; კონტეინერზე კოდის არ არსებობის შემთხვევაში მასში არსებული საკვების ან სასმელის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
  • გახსოვდეთ კოდი 2, 4,5 პლასტმასები მიჩნეულია როგორც უსაფრთხო. მოერიდეთ კოდი 3,6,7 პლასტმასების მეორად გამოყენებას განსაკუთრებით საკვებისათვის. ასევე უსაფრთხოა კოდი 1 პლასტმასები,მაგრამ მოერიდეთ მის მეორად გამოყენებას, მასში ბაქტერიების გამრავლების მაღალი ალბათობის გამო.
  • ყუველთვის შეამიწმეთ ნებისმიერი საბავშო პროდუქციის განსაკუთრებით ბოთლების, საწოვარების ეთიკეტები. შეიძინეთ მხოლოდ “BPA Free” პროდუქცია.
  • ასევე შეარჩიეთ “Phthalate-free” და” PVC Free” სათამაშიები და სხვა საბავშვო პროდუქცია. ყოველთვის დახედეთ ეთიკეტს.
  • პლასტმასის კონტეინერებში მოთავსებულ საკვებს ნუ გაათბობთ მიკროღუმელში, მოაცილეთ პლასტმასი და გაათბეთ კერამიკის ჭურჭლით. ყოველთვის არის ალბათობა რომ გაჟონოს ტოქსიურმა ნივთიერებამ პლასტმასიდან.
  • გადაყარეთ დაკაწრული, დასერილი, დაზიანებული პლასტმასის საკვები კონტეინერები. განსაკუთრებით ბავშვების, პლასტმასის ბოთლები, თეფშები, კონტეინერები, ნებისმიერი პროდუქცია რასაც საჭმელად ან სასმელად ვიყენებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *