ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები: ტყვია(II ნაწილი)

საქართვლოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს:ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყალბადები(აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები) ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგი.რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმისთვის? რას ვსუნთქავთ?

ეთილირებული ტყვია ბენზინში.

ტყვია და ადამიანის ჯანმრთელობა. მეორე ნაწილი

100 წლის წინ ტყვიის შემცველი ბენზინი საუკეთესოდ ითვლებოდა,

2004 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ტყვია მიაკუთნა I კლასის ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რაც ნიშნავს რომ ტყვია წარმოადგენს რისკის შემცველ ელემენტს.ბევრი სხვა ელემენტი, მათ შორის კადმოუმი, მანგანუმი, სელენიუმი არის აგრეთვე ტოქსიკური მაღალი დოზით, მაგრამ ისინი საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის გარკვეული დოზით. ტყვიის შემთხვვევაში გვაქვს სრულიად განსხვავებული სურათი. არ არსებობს არავითარი საჭიროება და ფუნქვია ტყვიისათვის ადამიანის ორგანიზმში.

ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება სასუნთქი ორგანოებით: ჰაერში შეტივნარებული ტყვიის ნაწილაკები კონდენსირდება მტვრის ნაწილაკებთან და ჩაისუნთქება ფილტვებში. რაც უფრო პატარაა ტყვიია ნაწილაკები, მით უფრო დიდხანს რჩება ჰაერში და მეტი ალბათობაა ფილტვებში მოხვედრისა.ფილტვებიდან ტყვია გადადის სისხლში.

ასევე საჭმლის მონნელებელი სისტემიდან: .ტყვიის დიდი ნაწილაკები ილექება მიწის ზედაპირზე, მტვერთან ერთად იატაკზე თუ კედლებზე, შემდგომში ხვდება საკვებთან ერთად ადამიანის ორგანიმში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები. იმის გამო რომ ბავშვებს აქვთ ჩვევა ადრეულ ასაკში სხვადასხვა საგნების პირში ჩადებისა. ბავშვთა საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეიწოვს 50%-ს მიღებული ტყვიისა, მოზრდილი ადამიანის კი მხოლოდ 10-15%. ანუ ბავშვებში ტყვია არის მოწამვლის მნიშვნელოვანი წყარო;

კანის ზედაპირიდან: აქ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ავტოგასამართ სადგურზე მომუშავე ადამიანები, რადგან უშუალოდ საწვავთან აქვთ შეხება.

სისხლის ნაკადის საშუალებით ტყვია გადადის სხეულის რბილ ქსოვილებში, აკუმულირდება ღვიძლსა თუ თირკმელებში, თავის ტვინსა თუ ძვლებში. მისი ძირითადი გავლენა აისახება ცენტრალურ და პეროფერიულ ნერვიულ სისტემაზე,თირკმელების ფუნქციონირებაზე, სისხლის უჯრედებზე,D ვიტამინის მეტაბოლიზმზე და კალციუმის ათვისებაზე. ტყვია გავლენას ახდენს ჰემოგლობინის სინთეზზე რადგან ტყვია მიმიკრიული ელემენტია და ადვილად ებმის ჰემოგლობინის უჯრედებს, და საბოლოო ჯამში იწვევს ანემიას. ასევე დიდ ცვლილებებს ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ბავშვები, მათი ორგანიზმი ძალიან მგრძნობარეა ტყვიის დაბალი დოზის მიმართაც.ის შეიძლება გახდეს სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი.ჩვევითი პრობლემების, გონებრივი განვითარების,ყურადღების დეფიციტის სინდრომის, შენელებული ზრდის, სმენის დაქვეითების, თავის ტკივილების, თირკმელების, და ღვიძლის დაზიანების მიზეზი. კიდევ უთრო მაღალი რისკის ქვეშ არიან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რადგან “ჰემატოენცეფალური ბარიერი”, რომელიც წარმოადგენს ტვინის ერთ-ერთ ძირითად დამცავს ნეიროტოქსიკური ქიმიკატების მიმართ, ბავშვებში არ არის განვითარებული 6 წლის ასაკამდე, ამიტომ ქიმიკატები არიან მაღალ შეღწევადი ბავშვებში და შეიძლება დააზიანონ ტვინი.

ტყვიის დასაშვები კონცენტრაცია

ტყვიის დასაშვები კონცენტრაცია სისხლში მოზრდილებისათვის არის 10მკგ/დლ. ბავშვებისათვის მიღებულია იგივე კონცენტრაცია, თუმცა არ არსებობს სისხლის კონცენტრაციის უსაფრთხო დოზა, რომელიც ზიანს არ მოუტანს ბავშვებს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის ჰიგიენური სტანდარტია 0.30მკგ/მ3, ნიადაგში 32მგ/კგ.

თუ არ ჩავთვლით ერთეულ პროექტებს დაფინანსებულს სხვადასხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოში არ ტარდება მონიტორინგი, ჰაერში ტყვიის შემცველობისა. ასევე არ ჩატარებულა კვლევა ბავშვებში არის თუ არა რეალურად ტყვია სისხლში, არცერთ ასაკობრივი ჯგუფისთვის ასეთი მონაცემები არ არსებობს. აშშ-ში სისხლის ანალიზის ყველა პარამეტრებთან ერთად არის ჩამონათვალში ტყვიის შემცველობა სისხლში. ექიმის პრეროგატივაა ჩათვლის თუ არა საჭიროდ მის შემოწმებას.

ტყვიის არსებობა ბავშვის ორგანიზმში შეიცლება სხვა წყაროებიდანაც იყოს გამოწვეული, მაგალითად შეღებილ სათამაშოებში ამ საკვებში (მაგ: მარილი) და სხვა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

რეკომენდაცია

რეკომენდაციები განსაკუთრებით პატარა ბავშვების მშობლებისათვის;

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სათამაშო მოედნებზე, არ მისცეთ საშუალება ბავშვს შეჭამოს მიწა, ან საერთოდ ჩაიდოს პირში ჭუჭყიანისათამაშოები და ხელები;უკეთესიაა ათამაშეთ ბავშვები ბალახზე და არა შიშველ ნიადაგზე;სახლში ბავშვის შეყვალის შემდეგ სველი წესით დაამუშავეთ მისი ყველა ნივთი, რათა არ შეყვეს ტყვიის შემცველი მტვერი სახლში; მოითხოვეთ უსაფრთხოების სერთიფიკატი ტყვიაზე სანამ იყიდით სათამაშოს, რადგან საქართველოში არ არის კონტროლირებადი სათამაშოების ბაზარი, ბევრი აღმოსავლეთის ქვეყანა იყენებს ტყვიის შემცველ საღებავს სათამაშოების შესაღებად. აუცილებელია: ჩატარდეს მუდმივი მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე ჰაერში, ნიადაგსა და წყალში;ჩატარდეს ბენზინში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი; მოხდეს ტყვიის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება; მოხდეს ნიადაგის ტესტირება სადაც ბავშვებს აქვთ შეხება; ჯანდაცვის ობიექტები უნდა იყოს აღჭურვილი სისხლში ტყვიის შემცველობის განმსაზღვრელი აპარატურით, სადაც ექიმებს და მშობლებს შეეძლებათ გაარკვიონ ტყვიის შემცველობა სისხლში; განვითარდეს საკანონმდებლო ბაზა ყველა სამომხმარებლო პროდუქციისათვის, რომელიც შეიცავს ტყვიას;ინფორმაცია ტყვიის დაბინძურების შესახებ იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი.

ი.გრძელიშვილი 12/27/2015

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *