ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები(აზოტის ორჟანგი)

საქართვლოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს:ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყალბადები(აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები) ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი,აზოტის ორჟანგი. რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმისთვის; რას ვსუნთქავთ?

აზოტის ორჟანგი ჰაერის დაბიმძურების შემთხვევაში მოიაზრება როგორც აზოტის ოქსიდების, მჟავის და ოქსიდური ნაერთების ნაკრები, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება ჰაერში არსებული აზოტის და გამონაბოლქვში არსებული ქიმიური ნაერთების რეაქციის შედეგად. აზოტის ჟანგეულების წარმოქმნის ძირითადი წყარო არის საწვავის არასრული წვის პროცესი.

ეს შეიძლება იყოს ავტომობილებში საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი აზოტის ჟანგეულები. უფრო კონკრეტულად: “იდეალური წვის დროს” საწვავი რომელიც წარმოადგენს ნახშირწყალბადების ნარევს,რეაქციაში შედის ჰაერთან, რის შედეგადაც გამოიყოფა ნახშირბადის ორჟანგი, წყალი და აზოტი.ეს იდეალურ შემთხვევაში. მაგრამ რეალურად ეს პროცესი სხვანაირად მიდის. ნახშირწყალბადების წვა მიმდინარეობს არასრულად, ისინი გამოიყოფა როგორც აქროლად ორგანული ნაერთები, აზოტის ჟანგეულები, ნახშირჟანგი, ნახშირორჯანგი და წყალი. ამ შემთხვევაში მთავარი “დამნაშავეა” შიგაწვის ძრავაში ჰაერის მიწოდები სისტემის გაუმართაობა, მაღალ ტემპერატურაზე ჭარბი ჟანგბადის მიწოდების გამო წარმოიქმნება აზოტის ჟანგეულები. გაუმართავი ძრავი არის ჰაერში აზოტის ორჟანგის გადამეტებული რაოდენობის მიზეზი. ანუ რაც უფრო მოძველებულია ავტომობილი მით უფრო მეტი ალბათობა არსებობს რომ ის იყოს ჰაერის დაბინძურების მიზეზი. 50 თანამედროვე ავტომობილი ჯამში წარმოქმნიან იმდენივე რაოდენობის ჰაერის დამაბინძურებელს რამდენსაც წარმოქმნიდა 1970 წელს გამოშვებული ერთი ავტომობილი.  

საქართველოში კი მოგეხსენებათ ავტომობილების უდიდესი რაოდენობა საკმაოდ ასაკიანია , რაც თავისთავად შეიძლება იყოს ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი.

აზოტის ორჟანგი და ადამიანის ჯანმრთელობა

აზოტის ჟანგეულების მომატებული რაოდენობა ჰაერში აზიანებს რესპირატორულ სისტემას, შეიძლება გამოიწვიას სასუნთქი გზების ანთება და დააზიანოს ფილტვის ქსოვილი. განსაკუთრებით საზიანოა ასტმის მქონე ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის.;მეტი საფრთხის წინაშე არიან ის ადამიანები ვისაც სამსახურის ან სხვა მიზეზთა გამო უწევს გარეთ ყოფნა დიდ ხანს, ამ შემთხვევაში სასუნთქი გზების ფუნქცია დაქვეითებულია და ავადმყოფობის სიხშირე გაზრდილი.

  • აზიტოს ოქსიდების რაოდენობა ჰაერში.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციიტ აზოტის ჟანგეულების რაოდენობა ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 0.04 მგ/მ3 (24სთ განმავლობაში) იგივე სტანდარტია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

საქართველოში ხდება აზოტის ორჟანგის შემცველობის გაზომვა ფრაგმენტულად, ანუ სხვადასხვა არასამთავრებო და სამთავრებო სტრუქტურები ახორციელებენ ჰაერის მონიტორინგს, მაგრამ ამას არა აქვს პერმანენტული ხასიათი, რაც მოგვცემს სრულყოფილ სურათს არსებული მდგომარეობის შესახებ.

გაგაცნობთ ორი კვლევის შედეგებს, ერთ-ერთი პროექტის “სუფთა ჰაერი საქართველოში” განხორციელებული არასამთავრებო ორგანიზაციის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” მიერ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ,ჩატარდა ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა კომპონენტების, მათ შორის აზოტის ორჟანგის მონიტორინგი 2014 წელს (1)კვლევები ჩატარდა თბილისში, ბათუმში , ტყიბულში და სხვა რეგიონებში.კვლევის შედეგად აზოტის ორჟანგის რაოდენობა რამდენჯერმე მომატებულია თბილისში და მის შემოგარენში (1.237 მგ/მ3, 0.696მგ/მ3).ძალიან მაღალია მაჩვენებელი ფოთში (7.380მგ/მ3), ასევე ტყიბულში (5.754 მგ/მ3), საერთო ჯამში ყველგან მომატებულია აზოტის ორჟანგის რაოდენობა.  აქ ერთ დეტალზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება: მომატებული აზოტის ორჟანგის რაოდენობა არის არასრული წვის შედეგი, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ტრანსპროტში საწვავის არასრული წვის შედეგად ასევე წარმოებაში სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების დროს არასრული წვის გამო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ტექნოლოგიები არ არის თანამედროვე. არსებული კვლევის შედეგიც ამას ადასტურებს. ფოთში და ტყიბულში არა მგონია იმაზე მეტი ტრანსპორტი იყოს რაც თბილისშია, ანუ აქ წარმოება არის ძირითადი მიზეზი. საინტერესოა გარდაბანში, სადაც გაზზე მომუშავე თბოელექტრო სადგურია, როგორია აზოტის ორჟანგის შემცველობა ჰაერში. არ არის აუცილებელი იყოს მაღალი, კიდევ ერთხელ ეს დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე. იგივეა ტრანსპორტის შემთხვევაში, რაც უფრო ახალია და თანამედროვე ავტომობილი უფრო უკეთესია ჰაერის მიწოდება შიგა წვის ძრავაში მომდინარეობს სრული წვა, რაც ამცირებს აზოტის ჟანგეულების წარმოქმნას.ამ პროცესზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ასე რომ თუ ჰაერის სხვა დამბინძურებლების შემთხვევაში ძირითადი “დამნაშავე” საწვავი იყო, აზოტის ორჟანგის შემთხვევაში ეს არის მოძველებული ავტოპარკი. საქართველოს შემთხვევაში ავტო პარკი საკმაოდ მოძველებული, ამას თან ერთვის ტექნიკური დათვალიერების არ არსებობა, რაც გაცხრილავდა ძველ ავტომობილებს. ასე რომ გვაქვს საკმაოდ სავალალო შედეგი, მომატებული აზოტის ჟანგეულების რაოდენობა და ჯანმრთელობის პრობლემები.

მეორე პროექტი”ჰაერის გაზომვის ერთჯერადი ინდიკატორული გაზომვები” რომელიც ჩატარადა 2014 წელს გარემოს დაცვის არასამთავრებო ორგანიზაციის ქსელის მიერ (2) მონაცემები იქნა აღებული თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ჭიათურაში, ფოთში, ზესტაფონში, ფაქტიურად ადასტურებს ზემოთ აღნიშნული პროექტის მონაცემებს განსაკუთრებით მომატებულია თბილისში, ბათუმში და ზესტაფონში.

თუ გადახედავთ საქართველოს სტატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (3)აშკარად დაინახავთ რამდენად მომატებულია რესპირატორული ისევე როგორც სხვა დაავადებების რიცხვი. საფრთხე არის დიდი და საგანგაშო.

ი გრძელიშვილი 1/16/2016

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *