საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი აირები წარმოადგენს: ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ნახშირწყალბადები(აქროლადი და არაქროლადი ორგანული ნაერთები) ჭვარტლის ნაწილაკები,ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგი.რამდენად საშიშია ეს ნაერთები ადამიანის ორგანიზმისთვის, რას ვსუნთქავთ?
ნახშირბადის მონოქსიდი,, ნახშირჟანგი,მხუთავი გაზი,უფერო, უსუნო,უგემო ტოქსიკური ნაერთი. ის არის ერთ-ერთი ექვს ძირითად ჰაერის დამაბინძურებლებს შორის.
გავლენა ჯანმრთელობაზე: საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რადგან ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისათვის. ჰემოგლობინი არის ჟანგბადის მატარებელი სისხლში, ნახშირბადის მონოქსიდის მოლეკულა კი ქმნის უფრო ძლიერ ატომურ ბმულს ჰემოგლობინთან ვიდრე ჟანგბადი, რაც ხელს უშლის ჟანგბადის გამონთავისუფლებას, რის შედეგადაც იზრდება ნახშირბადის მონოქსიდი კონცენტრაცია სისხლში.ქრონიკულად ნახშირბადის მონოქსიდის შემცველი ჰაერის ჩასუნთქვა იწვევს ჯანგბადის მიწოდების შეფერხებას, ადამიანებს ვისაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები კიდევ უფრო ურთულდებათ მდგომარეობა, რადგან ჟანგბადი ვერ მიეწოდება გულს საჭირო რაოდენობით და ვითარდება დააავადებები, რასაც თან ერთვის მკერდის ტკივილი. ზოგადი სიმპტომებია: გახშირებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
დაბინძურების ძირითადი წყარო. ნახშირბადის მონოქსიდით ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ურბანული დაასახლებისათვის არის გამონაბოლქვი მობილური ტრანსპორტიდან.განსაკუთრებით დიდ რაოდენობით გამოიყოფა ავტომობილის ამუშავებიდან პირველ წუთებში. სანამ მოტორი გახურდება და მიაღწევს საჭირო ტემპერატურას მიმდინარეობს “არასრული წვა” და ნახშირბადის მონოქსიდი სხვა მომწამლავ აირებთან ერთად გამოიყოფა დიდი რაოდენობით. იგივე პროცესი მიმდინარეობს კატალიზური გადამრთველისათვის, სანამ ტემპერატურა მოიმატებს და გაფილტრავს გამონაბოლქვს. ეს ეფექტი გაძლიერებულია თუ კატალოზური გადამრთველი არ მუშაობს გამართულად, ან საერთოდ არ აქვს გადამრთველი ავტომობილს, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი არ არის. ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისას ხდება გამონაბოლქვის ნახშირბადის მონოქსიდზე შემოწმება. ის არის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/მ3-ზე (9( ppm) 8 საათის განმავლობაში).იმის გამო რომ არ მიმდინარეობს მუდნივი მონიტორინგი არა გვაქვს სრული სურათი ნახშირბადის კონცენტრაციისა ჰაერში. მხოლოდ პრაგმენტული შესწავლა მიმდინარეობს სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციების მიერ. არასამთავრებო ორგანიზაციამ ‘პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად განახორციელა საინტერესო პროექტი “სუფთა ჰაერი საქართველოში” რომლის ფარგლებში ჩატარდა ნახშირბადის მონოქსიდისა და აზოტის ორჟანგის მონიტორინგი.შედეგის მიხედვით ნახშირბადის მონოქსიდის ნორმაზე მომატებული რაოდენობა აღინიშნა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მომატებულია ქ. თბილისში. (1) . ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ იმისათვის რომ მივიღოთ საერთო სურათი საჭიროა მუდმივი მონიტორინგი. ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივა, ვანდებულია მუდმივ რრეჯიმში გამოაქვეყნოს მონაცემები საიტზე და მოსახლეობა იყოს ინფორმირებული არსებული მდგომარეობის შესახებ.
ასე რომ ნახშირბადის მონოქსიდი არის ერთ-ერთი პოტენციური დამაბინძურებელი რომელიც ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას, რაზეც ალბად უნდა დავფიქრდეთ.
ი.გრძელიშვილი